 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2022 |
შეხედე თუ როგორ ცვივიან თუთები, ნიავის უბრალო, უმწიკვლო შეხებით, იფიქრე იმაზე, რომ ვეღარ შევხვდებით, ვეღარ ვიკამათებთ, არც დასაბუთება მოგვიწევს რაიმის, არადა გვიწევდა, აბეზარ ბავშვებსაც მოვგავდით ხანდახან, თუ გახსოვს ივნისი და ოქროს ჩარდახი ან ჩვენი წითელი, აყალო მიწები? ახლა კი სახლები სიზმრებად გადიქცნენ, სიზმრებად გადიქცნენ შავ-შავი თუთებიც, მეზობლის ბაღიდან გოგრა ბლის ქურდობა, მეზობლის ბაღიდან გაქუსვლა სახლისკენ. შუადღეს მდინარე. რიყეზე ქოთქოთი. რა ფეხზე გვეკიდა ნიცშე და ფროიდი. არ გვქონდა კოდაკი ან პოლაროიდი. ბავშვობა - შემკული ფერადი ფოტოთი. არც მობილურიდან ვგზავნიდით მესიჯებს, ხშირადაც უსიტყვოდ ერთურთი გვიყვარდა, მერე ცაცხვებიდან დაფრთხობა ჭილყვავთა და სეტყვის ყინულთა მარცვლების მეჯლისი. ჩვენც გამოგვაძევეს ბავშვობის ზღაპრიდან, მახსოვს, უკითხავად დიდები დაგვარქვეს, რა ძნელი ყოფილა, იმ დღეთა დაკარგვა. გაფრინდნენ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მოკლემეტრაიანი ფილმივით ცოცხალი ჩანახატია, მომწონს მოკლემეტრაიანი ფილმივით ცოცხალი ჩანახატია, მომწონს
5. ჰო, გამოგვაძევეს ბავშვობის ზღაპრიდან. :))) ფრიადი
ჰო, გამოგვაძევეს ბავშვობის ზღაპრიდან. :))) ფრიადი
4. შენ სხვა ხარ... შენ სხვა ხარ...
3. მადლობა, მეგობრებო :) ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ რიგია არეული :)) მადლობა, მეგობრებო :) ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ რიგია არეული :))
2. ავტორი სიტყვებს : "უმწიკვლო", "ერთურთი", " გადიქცნენ" თუ უკიდურესად იდიალურად არ გამოიყენებს, ჩემი აზრით უნდა გაეშვას. Აქ არ ივარგა, ფაქტია.) სამაგიროდ, ცვივიან თუთები და დასაბუთება ძალიან კარგია.) Წარმატებები<3
ავტორი სიტყვებს : "უმწიკვლო", "ერთურთი", " გადიქცნენ" თუ უკიდურესად იდიალურად არ გამოიყენებს, ჩემი აზრით უნდა გაეშვას. Აქ არ ივარგა, ფაქტია.) სამაგიროდ, ცვივიან თუთები და დასაბუთება ძალიან კარგია.) Წარმატებები<3
1. მართლაც მშვენიერი ლექსია ბავშვობა-შემკული ფერადი ფოტოთი.
(აქანე რას ჩააკვეხე თვარა -ნიშცე და ფროიდი არაა ფეხზე დასაკიდი) მართლაც მშვენიერი ლექსია ბავშვობა-შემკული ფერადი ფოტოთი.
(აქანე რას ჩააკვეხე თვარა -ნიშცე და ფროიდი არაა ფეხზე დასაკიდი)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|