რატომ არ უყვარდა ანა ახმატოვას აგვისტო, იხილეთ ამ ბმულზე:
http://genia.ge/?p=60275
ანა ახმატოვა - აგვისტო
უმწიკვლოა და თანაც ავთვალობს, თვეებში სჯობნის ყველას სიცბილით, ო, რა ბევრია, ღმერთო მართალო, ამ დროს ზეიმიც, უღვთო სიკვდილიც!
კურთხევა ღვინის, ზეთის, წანდილის... ფერიცვალება... ვარსკვლავთ ცამრგვალი... დაბლა ჩამოდის, ვით ტყის საჩრდილი, სადაც წითლდება ბინდის ნაწილი, უსაზღვრო ჯანღის, თოვლის ტრამალში, საფეხურებად მოჩანს აღსავლის.
თავს ჯადოსნურ ტყედ წარმოაჩენდა, თუმცა თილისმას ძალა წაერთვა, თვლიდნენ იმედის „მკურნალ ნაყენად“ პოლარულ დღეთა მდუმარ ნარებთან...
ახალი დარდის ორომტრიალი მგუდავ გველივით ბედმა მასტუმრა... მესმის შავი ზღვის ღელვის ღრიალი, როცა იპოვის ძებნილ სასთუმალს.
5 აგვისტო, 2022 წ.
Анна Ахматова - Август
Он и праведный, и лукавый, И всех месяцев он страшней: В каждом Августе, Боже правый, Столько праздников и смертей.
Разрешенье вина и елея… Спас, Успение… Звездный свод!.. Вниз уходит, как та аллея, Где остаток зари алеет, В беспредельный туман и лёд Вверх, как лестница, он ведёт.
Притворялся лесом волшебным, Но своих он лишился чар. Был надежды «напитком целебным» В тишине заполярных нар…
А теперь! Ты, новое горе, Душишь грудь мою, как удав… И грохочет Чёрное Море, Изголовье моё разыскав.
27 августа 1957 Комарово
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ანა ახმატოვას მეგობრისა და და ბიოგრაფის ვ.ვილენონის გადმოცემი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ანა ახმატოვა საკუთარ ლიტერატურულ ბედს განსაკუთრებით ტრაგიკულად აღიქვამდა და ამას სიტყვებით გამოხატავდა "მენია ნე ზნაიუტ" გულისხმობდა არა მარტო გამოუქვეყნებელ "რეკვიუმს", არამედ საერთოდ, მისი პოეზიის ვერგაგებას.
ანა ახმატოვას მეგობრისა და და ბიოგრაფის ვ.ვილენონის გადმოცემი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ანა ახმატოვა საკუთარ ლიტერატურულ ბედს განსაკუთრებით ტრაგიკულად აღიქვამდა და ამას სიტყვებით გამოხატავდა "მენია ნე ზნაიუტ" გულისხმობდა არა მარტო გამოუქვეყნებელ "რეკვიუმს", არამედ საერთოდ, მისი პოეზიის ვერგაგებას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|