ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2022


●●●

რელიგია სიზმრებს არა ცნობს ,
- ნუ მიენდობით, -
აბობს იგი.
ასე მოკლედ
და თითქოს გასაგებად,
თუმცა,
იყენებს სათავისოდ,
როცა სჭირდება.

უარს ვერ ვამბობ მათ მინდობაზე,
რადგან უცხადეს სიზმრებს ვნახულობ.
ჩემთვის ასეა:
ხან უტყუარ მომავალს მამცნობს,
ხან რას მაფრთხილებს,
ხან რას მკარნახობს.
მაგრამ ზოგჯერ ისეთი თავსატეხია,
მხოლოდ დრო  თუ მომცემს უნარს, - გასაღებს,
ამ ამოცანის პასუხს გასაგებს.

უშინაარსო ზმანებებში
გრძნობებს ვამოწმებ,
ემოციას.

უზარმაზარ სკაფანდრშია
ჩვენი პლანეტა.
ჩუმი წყვდიადი,
მოლურჯოდ მოკიაფე
ვარსკვლავები.
მწვანე მოლი,
ნამიანი,
მოლზე მე.
ჩქამი არ ისმის.
მოხუცი ქალი,
კატის თვალება,
წვება ჰაერზე,
ჩემს პარალელურად.
მაკვირდება
დიდხანს თვალებში.
"კი,  ის არისო! " -
გაიფიქრა,
(ასე მგონია)
ამას მოწმობს
თანხმობასავით თავის დაქნევა.

თითქოს მივიღე ახალი საშვი.
მაგრამ საით?
ნეტავ მცოდნოდა.
დრო გავიდა და ვერ ამოვხსენი.
ახლა მგონია :
"აფსუს, ის ის არ არისო"-
უდასტურებდა თავისიანს,
ვინმე უჩინარს.

უპასუხობას შეცდომა სჯობს.
საკონტროლო წერასავითაა.
სამყარო ხედავს სად შეგეშალა.
თუ ხელს არ ანძრევ  სირთულის გამო,
რას გაიგებს რისთვის ვარგიხარ?!

მართალია ჩემთვის არასდროს უთქვამს,
პაპის ნათქვამი კი დამეწია
წინა საუკუნიდან,
"ეჰ, არ გამოვა შენგან ტიგრან პეტროსა!"-
ასე ეტყოდა ყველა იმედის გამცრუებელს.
არც ის მიკითხავს
ვინ იყო ტიგრან პეტროსა,
თუმცა ვხვდები,
ეს ნათქვამი
ნიშნავს ხელის ჩაქნევას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები