ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2022


ბოლო გაჩერება

ეს იყო ბოლო დაბრუნება,
აღარ მინდა დუმილს ვესაუბრო,
ჩემი ქარიშხალი გადუნებდა ,
ვერსად გაფრინდები ჩემგან  უფრთოდ.

რას იზამ შიშის გადმოლახვით,
როგორ   წაიკითხავ ფიქრებს,  უთქმელს ,
ჩემში იმ წამიდან გადმოსახლდი,
როცა პირველად ჩაგისუნთქე.

შენი წუხილების კიდობნიდან
როცა  ვიპარავდი დარდის კვერებს .
და ბედისწერაზე მინდობილმა
სულზე მწუხარება დამიკერე .

ნდობას  მაჯისცემა გაენულა,
ვინაც მე მეგონე, არ ხარ იქნებ,
გულში რომ ცეცხლი მინავლულა,
სულს აღარ ვუბერავ, რომ ჩამიქრეს .

ეს იყო ბოლო შეჩერება,
გვათბობს მოგონების მოსასხამი,
გული ,აღარაფერს ეჯერება,
შენი ტყუილებით მონაშხამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები