ემილი დიკინსონი - ვიცი, მოკლეა ფრიად საწუთრო (301)
ვიცი, მოკლეა ფრიად საწუთრო და ჭირის ოფლში ცდილობს გაგვწუროს, ურვამ მრავალი მოწყლა, გასენა... და მერე რა რომ, ეს თუ ასეა?
იმქვეყნად ყველას მოგვიწევს წასვლა, საუკეთესო სიცოცხლის ძალაც ჭკნობას, აღსასრულს ვერსგზით ასცდება... და მერე რა რომ, ეს თუ ასეა?
ვიცი, ზეცაში ყველა არსება - რაღაცნაირად გათანაბრდება, მსახური ბატონს დაემსგავსება... და მერე რა რომ, ეს თუ ასეა?
10 აგვისტო, 2022 წ.
Emily Dickinson - I reason, Earth is short (301)
I reason, Earth is short— And Anguish—absolute— And many hurt, But, what of that?
I reason, we could die— The best Vitality Cannot excel Decay, But, what of that?
I reason, that in Heaven— Somehow, it will be even— Some new Equation, given— But, what of that?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|