ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2022


თამთა

შენ ისეთი ლამაზი ხარ,
წლების წინ რომ იყავი...
მე კი მანდილოსნებისგან
მუდამ გაურიყავი.

კვლავ ანათებ მზის შუქივით,
მე კი მწვავენ ალები,
მომანათე შვლის ნუკრივით
მომნუსხველი თვალები.

გამინათე არემარე,
გზები ძნელად სავალი,
გამიღიმე, გამახარე,
კოლხთა შთამომავალი.

მწამს: გიზიდავს პოეზია
ჩემი ანდამატივით,
თუმც ამქვეყნად ლექსის წერა
სულ არ არის მარტივი.

მახსენდება: ჩვენი სკოლის
წლები... გაკვეთილები,
ერთურთს გულში რომ ვიკრავდით
სიყვარულის შვილები.

კვლავ ისეთი ლამაზი ხარ,
იმ დროში რომ იყავ და...
შენი წყნარი ხმა, ღიმილი,
გამოხედვაც მიყვარდა.

დაგილოცავ სილამაზეს,
ჩემი ლექსის პწკარებით...
მსურს: გზებს დიდხანს გინათებდეს
შენი ცის ვარსკვლავები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები