ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2022


ქარის ხმაზე

რაც დიღომში  გადავედი,  ქრის,
ქარი ქრის ,რაც დიღომში გადავედი!
როცა ვიღვიძებ,ქარის  ხმაზე ვიღვიძებ.
როცა ვიძინებ,ქარის ხმაზე  ვიძინებ.
როცა  ვწერ,ქარის  ხმაზე  ვწერ.
ვბანაობ– ქარის  ხმაზე,
ვსვამ –ქარის  ხმაზე,.
რას  შევცვლი დარდით ,
ან განრისხებით?
-ვსწავლობ  ცხოვრებას  ქარის ხმებით!
არ  ვთამაშობ,
მიყვარს  ქარის  ხმა,
ავანთებ  ბუხარს ,
ღვინოს  დავისხამ!
ვფიქრობ ,
ჩემდაუნებურად ,  ერთს :
ასე როგორ ვაწყენინეთ  ღმერთს,
რომ  ერთ  დღესაც  არ იქროლებს  ქარი,
რომ ერთ დღესაც პირს  დაგვიღებს  მიწა
და  ჭრიალით  ჩვენი  მარნის  კარი
ყურს  არ მოგვჭრის ...
ქარი,ქარი,ქარი...
რაც დიღომში  გადავედი, ქრის,
ქარი ქრის,  რაც დიღომში გადავედით:
ქარის ხმაზე  ვწერ,
ქარის ხმაზე ვსვამ,
ქარის ხმაზე  ვეჩხუბები ცოლს!
რა კარგია,არ სჭირდება  ფანჯრებს
შემოკეტვა,ქარი ფანტავს ხმას!
რა კარგია  , რა კარგია ქარი,
დიდ მადლობას  მოვახსენებ ქარს.
ჩემო  გოგო,  გაუფრთხილდი ამ ხმას,
გაუფრთხილდი  შენ გენიოს  ქმარს.
შენგან  ხომ არ  ვითხოვ რამე ნამცხვარს ,
ნუ დამიშლი შავი  ღვინის სმას .
რაც დიღომში გადავედი ,ქრის ,
ხშირად  დასავლეთისაა,
მუხურის.
ზედვაკელი  ჭრელ ჰამაკში  ზის
და  თბილისის ნაცრისფერ  ცას უყურებს !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  უმა თურმანი ვულოცავთ დაბადების დღეს