ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2022


* * *

ხანდახან სიჩერჩეტე მეტადაც მიხდება.
კი არ დავჭკვიანდი. მგონია, დავბერდი.
ახლა სულერთია ღამე. მაძახურა.
მტრებიც მენატრება, რომ შემოვირიგო.
სანამ გუბურაში ცა მოსჩანს. ინდიგო.
სანამ მთების იქით ლავრას გადავყურებ.
სანამ გადაუწვავთ ოშკი და შატბერდი.
ლამის მეც ჩავერთო რბოლაში ვირთხების.
დაგმე სიდიადის შენთან შეფარდება,
როგორც ჰერალდიკა, სამხრეთ კორეული,
ანდა სინდრომები: სტოკჰოლმის. ლიმასი.
დაშრი. დაიწრიტე, როგორც კალაჰარი.
ჩემზე ნუ იდარდებ. მინდა გაგახარო.
იფიქრე სიზმრებში ვერმოსულ წვიმაზე.
დროდადრო იკითხე საათი. ორუელიც.
დახატე ჟირაფი. ფეხმარდი გეპარდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები