ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2022


დედებს უყვარს პრემიერმინისტრი


მისი დასჯა არავის მოსვლია აზრად,
მასზე იცოდნენ როგორც სამართალდამცავებმა,
ასევე ოჯახის წევრებმა,
ახლა კი სძინავს სამუდამოდ,
ლოყაზე დორბლით,
პირში ქაფით,
და სადაცაა მის ოთახში შემოვა დედა.
მისკენ მიიწევს დედა, როგორც თვითმფრინავი,
ხელგაშლილი და ხმაურიანი,
ფერგამქრალი და დაპატარავებული,
და სწორედ მაშინ როცა უნდა
იშვას დრამა,
დედა ლოცულობს პრემიერმინისტრზე,
და ეს ყველაფერი სულაც არ არის ილუზია,
დედებს, უყვართ პრემიერ მინისტრი.
მათი შვილები სამართალდამცავების თვალწინ,
ონლაინ იწერენ ნარკოტიკს,
მათი შვილები არსებობენ აზარტული თამაშებით,
მათი შვილები ანებებენ სწავლას თავს
და მუშაობენ მონებად სუპერმარკეტებში,
მათი შვილები ვერ ყოდულობენ ზეთსა და შაქარს,
სწორედ ამიტომ,
დედებს უყვართ პრემიერმინისტრი.
ლურჯი დროშებით დარბიან კარ-კარ,
თვალს შეავლებენ პროგრამის რიგში
მშვიდად მდგომ შვილებს,
აბედნიერებთ რომ არავინ იჭერს ამის გამო,
და სწორედ შვილების თავისუფლების გამო
ლურჯი დროშებით დარბიან კარ-კარ.
რადგანაც დედებს ძალიან უყვართ პრემიერ მინისტრი.
გაიზარდნენ და დაემსგავსნენ საკუთარ მამებს,
ლუდის გამო მოსკოვში გადაფრენილებს,
გენერლის ცოლებთან მოალერსე
საკუთარ მამებს დაემსგავსნენ,
რომლებიც ისევ მისტირიან საბჭოთა ყოფას,
სწორედ ამიტომ,
დგანან დედები,
ლურჯი დროშებით,
კარკარ დადიან,
და შვილებზე მეტად,
ქმრების დონეზე,
იყვარებენ უფრო და უფრო პრემიერ მინისტრს.
ოკუპანტების მენტალობა ასველებს კაბებს,
ლურჯი დედები ემოციით ინიღბებიან,
როცა შვილები ხილს მხოლოდ სლოტებში ხედავენ,
მათი დედები განაგრძობენ ლურჯი დროშებით
კარ-კარ ხეტიალს,
ხოლო დღის ბოლოს ურიცხავენ პატიმარ შვილებს,
ცოტაოდენ ფულს, და უსმენენ ციხის ამბებს,
და შვილებს მალე გამოყვანას შეპირდებიან,
რადგან დიდია პრემიერმინისტრი,
რადგან შეუძლია კრიმინალის წახალისება,
ნარკორეალიზაციის წახალისება,
ოკუპაციის წახალისება,
შიმშილის წახალისება,
სხვა კი რა უნდათ
ამაყ დედებს,
მჩქეფარე დედებს,
გულანთებულნი დადიან კარ-კარ,
ლურჯი დროშებით,
და ლოცულობენ შვილის ცხედართან
პრემიერ მინისტრზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები