ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: საბავშვო
16 აგვისტო, 2022


ბავშვებსა და ბავშვობაზე

მე მინდა ბავშვების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ: ბავშვებს გაუმარჯოთ! ყველაზე სუფთა, გულწრფელ, უბოროტო არსებებს! გვეხაროს მათი წარმატებებით, მათი ბედნიერებით! მათი წარმატება - ჩვენი წარმატებაა, მათი ბედნიერება - ჩვენი ბედნიერებაა... ბავშვები სამყაროს ძვირფასი არსებები არიან. თუ ბავშვი ბედნიერია, ყველა ბედნიერია: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და, ძმა, მამიდა, დეიდა, ბიძია და ასე შემდეგ.

როგორც ანტუან ეგზიუპერი ამბობს: „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“.

მშობელი არ ვარ, მაგრამ ბავშვები ისე მიყვარან, როგორც გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს უყვარდა ლიტერატურა.

ბავშვობაში მინდოდა, რომ გარეგნულად ალენ დელონი ვყოფილიყავი და გოგონები ჩემს ფერხთით განრთხმულიყვნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მთავარი ფიზიკური სილამაზე კი არ არის, არამედ სულიერი სილამაზე. ისევ ისეთი სუფთა სული და სუფთა, მოსიყვარულე გული მაქვს, როგორიც ბავშვობაში მქონდა.

ბავშვებზე ყოველთვის გიორგი ქუჩიშვილის ეს ლექსი მახსენდება:

„მოგესალმებით, ბავშვებო,
ჩემო ღაბუა ჩიტებო,
ყვავილნო გაზაფხულისა,
ძვირფასო მარგალიტებო!

იჟრიამულეთ, იხარეთ
გულითა მხიარულითა,
დალაღდით დედის ალერსით
და მამის სიყვარულითა“.

გიზო ნიშნიანიძეს თავის წიგნში „პაემანი ვერაზე“ ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„თქვენს გულში ვზივარ და სულ ვწუხდი, ამ ოქროს ხელიდან გაშვებას,
ქედს ვუხრი...
ხარკს ვუხდი ყველაზე დიდ მეფეს -
მის უ დ ი დ ე ს ო ბ ა ს,
მის უ წ მ ი ნ დ ე ს ო ბ ა ს,
მის უ გ ი ჟ ე ს ო ბ ა ს,
მის უ ც ი გ ნ ე ს ო ბ ა ს,
მის უ ტ კ ბ ი ლ ე ს ო ბ ა ს...
ბ ა ვ შ ვ ო ბ ა ს!“

ამ ბოლო დროს საბავშვო ლექსების წერას მოვუხშირე. ადრე მსაყვედურობდნენ: „ბავშვებზე რატომ არ წერო“... ახლა აღარ მსაყვედურობენ: „გამოსწორებულხარო“.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

გოგონები მამიკოს კუდრაჭები არიან

მინდა მყავდეს გოგონა
დედასავით ლამაზი,
სწამდეს ტუჩებკოკორას
სიყვარული მამასი.

თუ ოდესმე ღვთის ნებით
მეც მეყოლა გოგონა,
ჩემი სუნთქვა იქნება,
ჩემი ჭიაკოკონა.

თუმც არ მქვია მშობელი,
მეც მიყვარან ბავშვები...
მათთვის ყველგან ყოველთვის
უთქმელადაც დავშვრები.

ცრემლებჩამდგარ თვალებში
ცრემლებს კოცნით მიშრობენ,
ბავშვებისთვის წყალობას
შევსთხოვ დედა ღვთისმშობელს.

მინდა მყავდეს გოგონა
შვლის ნუკრივით ლამაზი,
სწამდეს ტუჩებკოკორას
ერთგულება მამასი.

თუ მეყოლა გოგონა,
მას დავარქმევ მარიამს...
გოგონები მამიკოს
კუდრაჭები არიან.

ოთარ რურუა

..................................................................................................................................................................................

ლამაზი ბავშვი

გულში მიხუტებს ლამაზი ბავშვი,
მკერდში ჩამიკრა ლამაზმა ბავშვმა,
მაქვს სიხარულის ცრემლები თვალში,
მსურს: გავაჭენო როგორც თარაშმა

ცხენი - კოლხური სისხლის ულაყი,
თუნდაც ენგურმა იწყოს დაშრობა...
ლამაზი ბავშვის მხიბლავს უნარი,
ლამაზი ბავშვის მიყვარს ბავშვობა.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები