ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2022


მატარებელი თბილისი –ბათუმი

ძველი ზაფხული მახსენდება.
მატარებელი.ივლისი.
თეთრი  ღრუბლების მამონტები
ცაზე რა მშვიდად  დადიან.
ვინ იცის რატომ მაგონდები
ყოველთვის დილადრიან?

მახსოვს ,რომ  ჩემზე  აბოდებდი.
და მეც ვიჯერებდი  ამ ბოდვებს .
არავინ  არაფერს არ ამბობდა,
ახლა რას  აღარ  ამბობენ .

ამღერებს  პატარა სადგურები
ელის ,,ბებერო გადიას,, .
და  სველი დენის  მავთულებით
მთვარის  ფიტული  ანთია .

ყოველთვის თავად  ვართულებდი,
ყოველთვის  თავად ვანგრევდი.
ყოველდღე  ვინმეს ვიყვარებდი,
ქარი ვფანტე  და დავბერდი .

ჩავალ,
ჩავბარგდები,
უნდა  ჩამოვიხსნა 
სულის ფალმანდები–  დარდები.
სახლი მივატოვე,
ასე– უსახლკარო,
ბათუმს სამუდამოდ ვბარდები .

ვუყურებ ,
ვუყურებ  ღია კარებს .
გამცილებელი  : ,,მოიცა!..
მთვარე  კი ,როგორც  ღრიანკალი,
დედამიწისკენ მოიწევს .

ხვალიდან აღარც  გავიპარსავ,
ცხოვრებამ ისე  დამქანცა.
ხვალიდან  თავსაც  დავიფასებ ,
მეთევზეების    ძმაკაცი

გავხდები. გავყვები  ამაღამვე
ზღვაში  გათანგულ ნაოსნებს.
ღმერთმა  წესრიგი დაამყარა,
მე გამოვიგონე  ქაოსი !








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები