ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2022


სხვა საზღვარი

შენ ტოვებ ენას საზღვარზე და ხიდზე გადიხარ,
ხელში პასპორტით, რომელიც სხვა ენაზე
ადასტურებს შენს ვინაობას,
უღიმი მესაზღვრეს,
სუნთქავ ზღვას და გიხარია შინ დაბრუნება,
იხსენებ ლექსებს და სიმღერებს
და სული გიმძიმდება,
საუბრობ ჩუმად შენს ენაზე და
თვალებს აცეცებ,
და ყველა ამ შიშით,
და ყველა ამ ემოციით,
ადასტურებ რომ რასაც ეხები შენი არ არის.
შენი არ არის სადაც დადიხარ,
შენი არ არის რასაც სუნთქავ,
შენი არ არის და ჯობია შეეშვა ზღვის სუნს,
ნურც ემოციას ამღვრევინებ
ცხენის შელოცვას,
ნურც სხვას ატყუებ რომ სამოთხე დატოვე სადღაც,
თორემ ერთხელაც გკითხავს სხვა_ თუ სად მოდიოდი?!
როცა გართმევდნენ იმას,
რასაც დღევანდელისგან განსხვავებით
ოდესღაც ერქვა შენი.
რადგან თუ გჭამდნენ შეეჭამეთ,
და თუ გკლავდნენ მოეკალით,
და თუ გაყურებინებდნენ როგორ ხდიდნენ
შენს შვილებს ნამუსს გეყურებინა,
გეგროვებინა ყველა ბოღმა
და გებრძოლა
სიკვდილამდე ან გადარჩენამდე,
მაგრამ უყურე ამ ყველაფერს და წამოხვედი,
მხრებით ათრიე ყველა მკვდარი,
მთა- მთა ათრიე,
დღეს კი
ენას საზღვართან ტოვებ,
ხოდზე გადადიხარ
ხელში სხვა პასპორტით,
რომელიც ადასტურებს სხვა ენაზე
შენს ვინაობას,
უღიმი მესაზღვეს,
რომელიც გჭამდა,
რომელიც გკლავდა,
და ნამუსს ხდიდა შენს შვილებს
შენივე თვალწინ,
და თავს ატყუებ რომ რაზეც დადიხარ
და რასაც სუნთქავ,
და რასაც ეხები
და რაც აღარასდროს იქნება შენი,
თითქოს შენია, ისევ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები