ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2022


თუ ჩამიწვები ლოგინში...

მინდა გაშიშვლდე ჩემს თვალწინ,
შენს თვალწინ მინდა გავშიშვლდე,
მსურს მკლავზე გადაგიწვინო
და დავეწაფო შენს შიშველ

სხეულს, ვითარცა წყაროს წყალს,
მკერდი გიკოცნო ჟინითა,
არც არასოდეს გამტყორცნო
ჩერქეზის ისარივითა.

თუ ჩამიწვები ლოგინში,
უკეთეს ლექსსაც დაგიწერ...
აღარ ვინაღვლებ კიდეც რომ
გემეტებოდე სამიწედ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები