ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 აგვისტო, 2022


,,გრაკლიანის წარწერის" კვლევის მეორე საფეხური

,,გრაკლიანის წარწერის" კვლევის მეორე საფეხური

              წინათქმა

შემთხვევით ჩამოვაგდე საუბარი ამ თემაზე უახლოეს მეგობართან და მან წამიიუმორა, რომ სიბერეში ცოტა ხომ არ დავუფსტვინეო. ვერ გავაგებინე, რომ მე პრეტენზია არ მქონდა  კვლევის ზუსტ შედეგზე და სულმნათი ნოდარ დუმბაძისა არ იყოს ,,ჩემს ჭიას ვახარებდი. ამიტომ მას და სხვებსაც მინდა შევახსენო აინშტაინის გამონათქვამი: ,,ერთი შეკითხვა მაწუხებს მუდამ, მე ვარ გიჟი თუ სხვები"? ...

კვლევის ამ ეტაპზეც არ ჩავთვალეთ საჭიროდ კონცეფციის ცვლილება და შემუშავებული ალგორითმით მივყევით ,,ფანტაზიის დინებას“, ოღონდ იმ მკაცრი დათქმით, რომ ყველა მოსაზრება და ინფორმაცია გაგვემყარებინა თანამედროვე არქეოლოგიური ან ისტორიული ფაქტებით.

,,გრაკლიანის წარწერა“  უდავოა, რომ ძალიან რთული გასაშიფრია. ,,ტექსტი“ არ არის მოცულობითი და არცერთი ასო-ნიშანი, ჩვენი ვარაუდით არ მეორდება.  იმასაც კი ვერ ვამტკიცებთ გადაჭრით, რომ აღნიშნული წარწერა ნამდვილად ანბანური დამწერლობითაა შესრულებული, რადგან ვიდრე იგი არ გაიშიფრება, ამის მტკიცება მხოლოდ პირობითი იქნება.

ერთი სიტყვით, ციყვივით წრეზე მოგვიწევს სირბილი მანამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ ან ჩვენ, ანდაც სხვები. ღმერთმა ქნას ამის გაკეთება ჩვენზე ადრე შეძლოს ვინმემ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ,,ჭირსაც წაუღია“ სხვა ყველაფერი -  დაფნის მწვანე თუ ოქროსფერი ფოთლებისაგან დაწნული გვირგვინი, სიამაყე და ა.შ. თუ ვინმეს რამეში შევეხიდებით ან წყვდიადში მოკიაფე სანთლის შუქი ვიქნებით, ჩვენთვის ესეც საკმარისია.

პირველ შემთხვევაში, ტექსტში, ჩვენ ე.წ. მზის გამოსახულებამდე არსებული წარწერა გავშიფრეთ, როგორც ,,ქაიმინ“, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია. მკითხველს მოეხსენება, რომ (ამის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ) ანბანური და სხვა ნებისმიერი დამწერლობისთვის ერთი ან ზოგჯერ რამდენიმე ათასწლეული  ისეთი უსაშველო დრო არ არის, რომ არ დადგინდეს ,,ნათესაური კავშირი“ მასსა და ,,მშობელს“ შორის, რადგან ამ შემთხვევაშიც, როგორც ადამიანთან დაკავშირებით, არსებობს ერთგვარი დნმ -ის ე.წ. სპირალი, რომელშიც შენახულია, თანაც უპირობოდ, მისი (ანბანის) წარმოშობის,
ნათესაური კავშირის, სტრუქტურისა და ა.შ. ინფორმაციები. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვერ დაადგინოთ ,,წინაპარი“ (წინარე) ანბანი, მაგრამ დაადგენთ ,,შთამომავალს“. ზოგ შემთხვევაში კი, ანბანი საუკუნეების მანძილზე ისე მოქმედებს, რომ მხოლოდ მცირე ცვლილებას განიცდის. მაგალითად: ქართული მხედრული ანბანი შექმნილია დაახლოებით ა.წ. მე-10 საუკუნეში და მას დღემდე ვიყენებთ.

გრაკლიანის წარწერასთან“ მიმართებით, სწორედ ასეთი შემთხვევა გვაქვს. მართალია, ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი მისი წინარე ანბანი (თუკი ასეთი არსებობდა და ის თვითონ არ არის ,,წინარე“), მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ მისი გავლენა სხვა ანბანურ დამწერლობებზე. ბევრ ანბანში მისი ასო-ნიშნები პირდაპირაა გადატანილი ან მცირედით სახეცვლილია, ანდაც მისადაგებულია სხვა ბგერითი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ, ქვემოთ წარმოგიდგენთ  ,,გრაკლიანის წარწერის“ პირველი სიტყვის სხვაგვარად წაკითხულ ფორმას. 

ამასთან, აქვე დავძენთ, რომ დაახლოებით სამასი წლით ადრე, კოლხეთში იმყოფებოდნენ არგონავტები. სამწუხაროდ ესეც ხაზგასასმელია, რომ ,,ჩვენი მკვლევარები ვერ გაცდნენ ,,ოქროს საწმისს“ ისიც ლეგენდის დონეზე, არც ევრიპიდე და არც ესქილე მათ ნაწარმოებებში არ აჟღერებენ ანბანური დამწერლობის შესახებ ინფორმაციას, რაც ჩვენი აზრით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ,,გრაკლიანის წარწერა“ სხვა ანბანიდან არ არის შექმნილი ან დაასლებული და ის ე.წ. წინარე ანბანია.

როგორც წინა კვლევისას, წარწერის პირველი ასო-ნიშანი ისევ მივიჩნიეთ ასო ,,ქ“-დ. მეორე  კი, ლიგატურის გამოყენებით დაწერილ  ორ ასო-ნიშნად: ,,ა“-დ და ,,ი“-დ, მაგრამ ასო ,,ი“ -ს, ასომთავრულში, მის ფორმას, როგორაც ის არის დაწერილი, მიესადაგება ასო ,,რ“.

მაშასადამე, პირველი სამი ასოა ,,ქარ“ და შემდეგ არის, ასევე ასომთავრულის გამოყენებით, ოღონდ მცირედი სახეცვლილებით დაწერილი ასო ,,თ“. ე.ი. გვაქვს სიტყვა ,,ქართ“-ი.

შემდეგი ასო ჩვენი აზრით არის  ასო ,,ვ“. ,,გრაკლიანის წარწერაში“ ეს ასო წარმოდგენილია ცენტრალური ვერტიკალური ხაზით, რომელსაც აქვს ე.წ. მოხრილი მკლავები. მარჯვენა ზემოთ მიმართული და მარცხენა კი წვეროს გაგრძელება, რომელიც ვერტიკალურ ხაზთან ქმნის მართ კუთხეს.

ეს ნიშანი ასომთავრულში თითქმის იდენტურია, მხოლოდ მარჯვენა მკლავი დახრილია ქვემოთ მართი კუთხით, ნაცვლად ზემოთა მიმართულებისა. ამიტომ შეგვიძლია პირველი სიტყვა წავიკითხოთ როგორც ,,ქართვ“-ი.

,,ვ“ ასოს შემდეგ მოსდევს ლათინური H-ის მაგვარი პატარა ასო, რომელიც დაწერილია ,,ვ“-ს ქვემოთ, ოდნავ მარჯვნივ და მერე მზის სიმბოლო (ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ ეს რა ასოა).

წარწერაში გამოყენებული  ,,მკლავებიანი ასო“ ასევე ძალიან ჰგავს ქალდევურ ,,ნ“-ს, ოღონდ მას არ აქვს მარცხენა ზედა მკლავი და ცენტრალური ვერტიკალური ხაზი დახრილია მარჯვენა მიმართულებით.       
მაშინ ჩვენ გვექნება სიტყვა ,,ქართნ“ -ი.

ახლა, რაც შეეხება  კვლევის პირველ საფეხურში წარმოდგენილ ,,ა“ ასოს, რომელიც მხედრულია. ამგვარი ასო მოვიძიეთ ე.წ. ენოხურ დამწერლობაშიც და ის აღნიშნავდა ასო ,,დ“-ს.

მაშასადამე, ზემოთ ჩვენ ამიტომ გამოვთქვით ის მოსაზრება, რომ სხვადასხვა დამწერლობაში წინაპარი ანბანიდან გადასული ასოები შეიძლება დაიწეროს სახეცვლილებით, იდენტურად ანდაც მისადაგებული ჰქონდეთ სხვა ბგერები.

კვლევის ამ საფეხურზე ჩვენ ვივარაუდეთ შემდეგი: პირველი სიტყვა არის ,,ქართვ“ ან ,,ქართნ“  მერე მზის სიმბოლო და შემდეგ კიდევ რაღაც სიტყვა, რომელზეც ჯერ მუშაობა არ დაგვიწყია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტექსტი უნდა შეეხებოდეს ,,გრაკლიანი გორის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომს, რომლებიც ღვთაება მზეს ევედრებოდნენ თავიანთ კეთილდღეობას. მ,აგალითად, თანამდეროვე გამოთქმით ასე:  ,,ქართვ ან ქართნ, მზეო, დაიფარე!

ის ფაქტი, რომ იბერიის სახელწიფო მოგვიანებით შეიქმნა და ქართებიც იმ პერიოდში მხოლოდ ,,ფეხს იდგამდნენ“, არ ნიშნავს მათ არარსებობას. მაგალითად: ძვ.წ. მე-18 საუკუნის ლურსმულ წარწერაში მოხსენიებული არიან დაქირავებული  კოლხი მეომრები, მაგრამ იმ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, მათ სახელმწიფო არ გააჩნდათ.

ახლა  ვიკვლევთ ასო ,,თ“ -ს სხვა მნიშვნელობასაც და ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება ერთ-ერთი ანბანის მიხედვით იყოს ასო ,,მ“. მაშინ გვექნება ,,ქარმვ“ ან ,,ქარმნ“ სიტყვები, რაც მართალია ,,ყურს“ ცუდად ხვდება, მაგრამ  დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის. თანხმოვანთა ამგვარი თანმიმდევრობა სულაც არ იყო უცხო უძველესი ხალხისათვის.. მაგალითად ფინილიურ დამწერლობაში, ოცი (ზოგიერთი ოცდაორი) ასო-ნიშნიდან არცერთი არ იყო ხმოვანი.

და ბოლოს: მკითხველს ნუ გაუკვირდება კვლევის შედეგად დადგენილ სიტყვათა მრავალფეროვნება. ,,გრაკლიანის წარწერის" დეშიფრირების სისტემა ჩვენ სწორედ ასეთ ალგორითმზე ავაგეთ. როცა ყველა ვარიანტს ამოვწურავთ, ამის შემდეგ გამორიცხვის მეთოდით დავადგენთ იმ სიტყვას და ასო-ნიშნებს, რომლებიც ჩვენი წარმოდგენით ტექსტშია მოცემული. ავარჩევთ მხოლოდ ერთ ვარიანტს.
- - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც ვერ ვაქვეყნებთ ილუსტრაციებს და ანბანთა შესაბამის ცხრილებს, ამიტომ მომიწია სიტყვებით მათი აღწერა.
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები