 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2022 |
ხანდახან დღეებმა პურივით იციან დაობება. სიგრძე აქვთ იმხელა. რა გითხრა. ბაობაბის. აუტანელია ამგვარი დღეების სიმძაღე. ჯანდაბას, რაც იყო, გათავდა. მიძაღლდა. ჩვენ ვერ ამოვაშრეთ ხსოვნის ჭაობები. თვალები დახუჭე. იქნება წყვდიადი განათდეს. შენი მიოზია ტყუილია. გუშინ მიღებული ბარათიც, რომ ჩემი წასვლიდან მოსვლას დარაჯობდი, რომ არ დაუფერთხავთ მტვერი ყაყაჩოებს, რომელსაც ჩათვლემილ ჰიპნოსს ვპარავდი. დროა მიუტევო. იმანაც. დროა ასეთიც. მიატოვო. იყოს იანვარი. ახალ ბაღი მეიდნისა. მადა თოვლის. ენა გამოუყო ფანტელებს. ცვიოდეს ფენტანილი. ილოცე. იბუტბუტე. და სამი მცირე მეტანია. ერთიც დიდი. თვალები დახუჭე. მადათოვთან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|