ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 აგვისტო, 2022


გრაკლიანის წარწერის კვლევის მესამე საფეხური (სენსაციური აღმოჩენა)

  კვლევის მესამე საფეხური
ამ შემთხვევაში ჩვენ პირველი ხუთი ასო-ნიშანი, პირობითად მზის სიმბოლომდე, ასე თუ ისე გავარკვიეთ, მაგრამ კვლევის მესამე საფეხურზე დავიწყეთ ტექსტის უფრო სიღრმისეული შესწავლა. ამიტომ მეხუთე ასო-ნიშანი, რომელიც ჩვენ წინა შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ იყო ან ,,ვ“, ასო ან ,,ნ“ ასო,  შევცვალეთ და მივიჩნიეთ cuphique ცხრილის მიხედვით ასო ,,ო“-დ ან გრძელ ,,ო-ო“-დ. მაშინ გვექნება ,,ქაიმო“ ან ,,ქაიმოო“ და მეორე შემთხვევით,  როცა ,,მ“ ასო მივიჩნიეთ სხვა ცხრილის მიხედვით (ზემოთ ამის შესახებ გვაქვს მონაცემები) ასო ,,თ“-დ  გამოვიდა სიტყვა ,,ქართო, შესაბამისად ,,ქართოო“.

ამის შემდეგ ჩვენ მივადექით ეწ.წ. მზის სიმბოლოს. დიდი ხნის დაკვირვებისა და კვლევის შედეგად, დავასკვენით, რომ ეს მონახაზი წარმოადგენს ასო-ნიშანთა გარკვეულ სიმბოლოებს. კერძოდ: ის შედგება სამი ასო-ნიშნისაგან და ჩვენი აზრით არის ამგვარი თანმიმდევრობის ასო-ნიშნები: ,,შინ“ ასო ,,შ“ აღებულია ანბანური ცხრილიდან  Vai syllabary savaraudod afrikuli anbani. ამავე ცხრიოლში ოდნავ სახესხვაობით ეს ასო აღნიშნავს ასო ,,ს“-საც. შემდეგი ასო ,,ი“ ნიშანი  კი აღებულია მხედრულიდან, რომელიც აღნიშნავდა ე.წ იოტას და იგი იწერებოდა სიტყვის ბოლოში. მაგალითად: საქართველოის. ამ შემთხვევაში იწერებოდა ასო იოტა და თუ ასო ,,ი“ გვხვდებოდა სიტყვის დასაწყისში ან  პირობითად შუაში, იწერებოდა ჩვეულებრივი ,,ი“ ასოთი.

რაც შეეხება მხედრულ დამწერლობას, მიგვაჩნია, რომ ის არ შექმნილა ე.წ. ჰაერიდან. ვთვლით, რომ ეს ასოები აღებული უნდა იყოს სხვადასხვა ან ერთი წინამორბედი ანბანიდან.
ამის შემდეგ მოდის ასო-ნიშანი, რომელიც ჩვენი აზრით არის ასო ,,ნ“ აღებულია ასომთავრულიუდან და ჩვენი ვარაუდით არ ეკუთვნის ,,შინს“. ის უნდა ეკუთვნოდეს შემდეგ სიტყვას, რადგან ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ასო იოტა იწერებოდა სიტყვის ბოლოში. მაშინ გგვექნება სიტყვა  ,,ქართოში“. ამასთან ,,ნ“ ასო, რომ არ ეკუთვნის სიტყვა ქართოს, იმითაც უნდა ვივარაუდოღ, რომ ძველ ანბანურ დამწერლობებში არ გაოიყენებოდა სასვენი ნიშნები და ასოები ებმოდა ერთმანეთს. 

ამრიგად, კვლევის ამ ეტაპზე, ჩვენ მიღებული გვაქვს შემდეგი სიტყვები: ,,ქაიმო(ო)ში“, ,,ქართვში“, ,,ქართოში“, მაგრამ თუ ბოლო სიტყვაში ასო-ნიშან ,,შ“-ს შევცვლით ასო-ნიშნით ,,ს“-თი მივიღებთ შემდეგ სიტყვას: ,,ქართოსი“ ანუ ქართლოსი.

რატომ ქართოსი და არა ქართლოსი? ჩვენი ვარაუდით ძველქართულად ეს სიტყვა ქართლოსი, ალბათ გამოითქმებოდა ქართოსად, რადგან ამ სიტყვის წარმომავლობის ეთნიკურ ჯგუფს თუ ხალხს ერქვათ ქართები და არა ქართლები. ე.ი. ჩვენი ვარაუდი არის ქართოსი.

აქვე დავაზუსტებთ იმასაც, რომ ქართების სახელმწიფოს არარსებობა სულაც არ ნიშნავს მათ არასებობას, ხოლო ეს ეთნიკური ჯგუფი თუ ხალხი სწორედ სამხრეთ საქართველოში ცხოვრობდა და სავარაუდოდ საკვლევ ეპოქაში სახლობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზეც. ამასთან თუ დავეყრდნობით ბიბლიურ ჩანაწერებს ქართოსი (ქართლოსი) იყო თარგამოსის ძე, ნოეს შვილის იაფეთის შთამომავალი. თარგამოსის ძე ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად  დასახლდა კიდობანის გაჩერების ადგილიდან,  ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე:

,,ქართლოსს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის მტკვარს არაგვი: აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ქალაქსა მას ქართლოს, (რომლის გამო ეწოდა ქვეყანასა ამას ქართლი)’’.

ან სულაც ეს ეთნოსი წარმოადგენდა იბერიული წარმოშობის ხალხს, რომლებივ, თავიანთ წინაპრად ბიბლიურ ქართლოსს (ქართოსს) მიიჩნევდნენ და ამის შესახებ ინფორმაციას ისინი ფლობდნენ.

სადაც მტკვარი ერთვის არაგვს იმ ადგილიდან დაახლოებით ოც-ოცდაათ კილომეტრშია ,,გრაკლიანი გორა“.

ამ გორაზე აღმოჩენილია  ,,წარწერაზე“ გაცილებით უხნესი თიხის საბეჭდი და სულ ეს არქეოლოგიური შრე შეიცავს რამდენიმე კულტურულ ფენას. ალბათ ქალაქი ქართოსი იყო ქვემოდან პირველი ფენა, რომლის ზემოთა ერთ-ერთ ფენაშიც აღმოჩნდა ,,გრაკლიანის წარწერაც“.

ჩვენ არ ვფლობდით ისტორიას ქართლოსის შესახებ და როცა სიტყვა გავშიფრეთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვნახეთ ბიბლიური ცნობები მასზე, რამაც დიდი ემოცია გამოიწვია ჩვენში.  დაზუსტებით ვთვლით, რომ სიმართლე დავადგინეთ. 

ამით ვასრულებთ კვლევის მესამე საფეხურს და დავიწყებთ მეოთხეს, ვნახოთ რას შევძლებთ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შენიშვნა: სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ ე.წ. ვორდში იმ ასოების დაწერას, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, მაგრამ ვიცით ის ანბანური ცხრილები, სადაც ისინი არიან წარმოდგენილნი და როგორ იწერებოდნენ, მაგრამ ტექნიკურად ამას როგორმე შევძლებთ.
ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი არაპროფესიონალიზმი ხელს გვიშლის მეცნიერული ენით კვლევის წარმოჩენაში, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს, თუმცა მთავარია აღმოჩენა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები