ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2022


პოეზია

პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა.

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მე - პოეზიის რელსებით

არც გალაკტიონს ვედრები,
არც გრიშაშვილს და ნონეშვილს...
მაქვს საკუთარი ხედვები
და თუ კაცი ხარ, მომეშვი!

ქვეყნად ჩემი მაქვს ხელწერა,
თან დაწყებული კარგა ხნის,
მსურდა ყოველთვის მეწერა
ჩემივე გულის კარნახით.

ვწერ, მაგრამ არვის ვედრები,
ნურც ნურვის შემადარებენ...
მე - პოეზიის რელსებით
მივყვები მის მატარებელს.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს