ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2022


მადლიერი ვარ უფალო

მადლიერი ვარ უფალო,
რომ გამაჩინე ქართველად...
თუმც ვარ უხმლოდ და უფაროდ,
მტერმა ვერასდროს გამთელა!

მჯერა: არასდროს გაგვწირავ,
დღემდე მაქვს შენი იმედი,
დედამ მიმღერა ნანინა,
ტაძრამდე რწმენით მივედი.

მკერდქვეშ რომ მიძგერს ჯერ კიდევ,
სიკეთით სავსე გულია...
მინდა სოხუმში შევიდე,
მე ფსოუს წყალიც მწყურია.

უფალო, გემუდარები:
მოგვმადლე მადლი წყალობის,
რომ კვლავ აივსოს ბანები
ცეკვა - სიმღერით, გალობით.

რომ კვლავ ისმოდეს ტაძრებში
ქართული წირვა - ლოცვები,
ვიყო დადებით განცდებში
გულნაჯერები ოცნებით.

განცდა მაქვს მადლიერების,
რომ გამაჩინე ქართველად...
მტერი ვერაფერს დამაკლებს,
ვერც ვერასოდეს გამთელავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები