ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
3 სექტემბერი, 2022


William Blake - Love's Secret

უილიამ ბლეიკი - სიყვარულის საიდუმლო

მალული ტრფობის აღიარებით
სატრფო დავკარგე გამოუცდელმა;
რადგან ხამს ქროდნენ ნაზი ქარები
უხმაუროდ და თვალმოუკვრელად.

როცა გავანდე ხვაშიადები
მიჯნურს ტრფიალის პირველ წამიდან,
შიშით, ცახცახით, გაზვიადებით...
შეყვარებული ჩემგან წავიდა!

მალე, როდესაც დამაღალატა
და გახდა ჩემი შეუსმენარი,
ჩამოიარა ვიღაც ალქატმა,
თან წაიყვანა სატრფო მკვნესარი.

3 სექტემბერი, 2022 წ.


William Blake - Love's Secret


Never seek to tell thy love,
Love that never told can be;
For the gentle wind doth move
Silently, invisibly.

I told my love, I told my love,
I told her all my heart,
Trembling, cold, in ghastly fears.
Ah! she did depart!

Soon after she was gone from me,
A traveller came by,
Silently, invisibly:
He took her with a sigh.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები