ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 სექტემბერი, 2022


კვლევის მეოთხე საფეხური

  კვლევის მეოთხე საფეხური

გამოსაკვლევი დაგვრჩა სავარაუდოდ სამი ასო-ნიშანი. პირველია ვერტიკალური ხაზი, რომელიც ასო ,,ნ“-ის შემდეგაა დატანილი ტექსტში და მისი სიგრძე დაახლოებით ერთიმესამედია სხვა ასო-ნიშნებთან შედარებით. შემდეგ მოდის ლათინური ,,A“ ასოს მსგავსი ნიშანი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ,,გრაკლიანის წარწერაში“ იგი თავშეუკრავია, ანუ ზედა ნაწილში მთლიანი ხაზით არ არის შეკრული. ხოლო ტექსტს აბოლოებს უცნაური გამოსახულება - შეიძლება ხის ან ფრინველის ფიგურა. ამის იქით, უკვე აღარ ჩანს არცერთი ასო-ნიშანი, არ ვიცით დაზიანების ან სიტყვის დასრულების გამო.

დავიწყოთ თითოეული ასო-ნიშნის განხილვა, მაგრამ მანამდე კი დავადგინოთ მეორე სიტყვის - ,,ინ“-ის მნიშვნელობა. ის, ორი ასოსაგან შემდგარი სიტყვა ეკუთვნის თუ არა ,,ქართოს“ -ს, თუ წარმოადგენს ცალკე აღებულ სიტყვას.

ამ შემთხვევაში, ჩვენ დავუშვით ორი ვარიანტი. პირველი: ,,ინ“ ეკუთვნის სიტყვა ,,ქართოს“-ს , ე.ი. გამოითქმის ერთიანად, როგორც ,,ქართოსინ“ და წარმოადგენს ,,ქართოს“-ის ერთგვარ დაბოლოებას ან  ბრუნვის ფორმას.  თანამედროვე გამოთქმით ქართ(ლ)ოსიანნი, თუმცა აქვე გავიხსენებთ იმასაც, რომ ბრუნვის ნიშნები და ფორმები ძვ.წ. XI-X საუკუნეებში, თანამედროვე დაშვებით, არ არსებობდა.

მეორე ვარიანტია ის, რომ ,,ინ“ არის ცალკე აღებული სიტყვა და ჩვენი ვარაუდით, უნდა ნიშნავდეს ერს. თუ რატომ, ამას მოგვიანებით ავხსნით, რადგან იგი უნდა წავიკითხოთ დანარჩენი საკვლევი ასო-ნიშნების ერთიან კონტექსტში.

ახლა კი დავუბრუნდეთ ზემოთ დაწყებულ მსჯელობას. ,,ვერტიკალური ხაზი“ ჩვენი აზრით არის პირველი სიტყვის - ,,ქართოს“ -,,ინ“-ისა და შემდეგი გამოსახულებების გამყოფი ნიშანი. ეს ხაზი აღნიშნავს ტექსტში სიტყვის დაბოლოებას და გვითითებს იმაზე, რომ შემდეგი ასო-ნიშნები  უკვე არ წარმოადგენენ ანბანურ დამწერლობას და იეროგლიფური გამოსახულებებია.

ლათინური ,,A“-ს მსგავსი ნიშანი, რადგან ის თავგახსნილია, ჩვენი აზრით არის ხარის თავის გამოსახულება. ზუსტად მისი მსგავსი გამოსახულება გვხვდება ეგვიპტურ იეროგლიფურ დამწერლობაში, იმ სიზუსტითაც კი, რომ ე.წ. რქებს ქვემოთა მარცხენა წრიული მოხაზულობა, უფრო მომრგვალებულია, ვიდრე მარჯვენა ნაწილისა.  ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მარცხენა მხარის მოხაზულობა წარმოადგენდა ე.წ. გვერდხედს, დრუნჩის მხრიდან. (ადრეულ ეგვიპტურ იეროგლიფურ ჩანაწერებს შეინიშნება აღნიშნული შტრიხი), ხოლო მარჯვენა კი კისრის მხარეს.

ამ ნიშნით იწყებოდა უძველეს ანბანთა უმრავლესობა და ის თავისი სიმბოლური დატვირთვით უტოლდება მხედრული ანბანის ასო ,,ანი“-ს (უძველესი ანბანური გამოთქმით ალაფ). დროთა განმავლობაში ეს ნიშანი ვერტიკალურად ამობრუნდა და მიიღო ლათინური ანბანის ასო ,, A“-ს სახე (ზოგიერთ ანბანში ამ ასოს ე.წ. ფეხები მარჯვნივ და მარცხნივაც  კი აქვს მიმართული). მაგრამ ეს ნიშანი არ შეიძლება იყოს ხმოვანი  ასო ,,ა“, რადგან ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ფინიკიურ, ეგვიპტურ და თვით შუმერულ დამწერლობებშიც ხმოვანი ასოები თითქმის არ არსებობდა. ეს ასოები გამოითქმებოდა, უკეთესს ვერ შემოგთავაზებთ, უფრო მოგუდულად, ხორხისმიერი ბგერებით.

მაშასადამე, ,,ხარის თავი“ არ არის ასო ,,ა“ და ის ტექსტში წარმოადგენს იეროგლიფურ ნიშანს, თანაც იმ დატვირთვით, რომ, რადგან ამ ნიშნით იწყებოდა, როგორც იეროგლიფური, ასევე კუთხოვან-მრგლოვანი დამწერლობის ყველა ანბანი, იგი ნიშნავდა საწყისს - ,,ანი“-ს (ვფიქრობთ, რომ,,გრაკლიანის წარწერის“  ანბანის პირველი ასო ,,ხარის თავი უნდა ყოფილიყო და შემდეგ ი სხვა ანბანებშიც გავრცელდა).

ამ შემთხვევაში, ,,ხარის თავის“ გამოსახულების ჩათვლით, ჩვენი ვარაუდით, ტექსტი წაიკითხება ასე: ,,ქართოს, ერის საწყისი“ ...

მომდევნო ნიშანი ძალიან ჰგავს ხის და ასევე ფრინველის გამოსახულებას (იეროგლიფს). თუ ამ გამოსახულებას ხედ (მცენარედ) მივიჩნევთ, მაშინ, სავარაუდოდ ის აღნიშნავს სიცოცხლეს, ხოლო თუ ფრინველად (კონკრეტულად ყორანი), მაშინ კაცობრიობის გადარჩენის სიმბოლოს, რადგან ვიდრე ბიბლიაში აღწერდნენ ,,წარღვნის სცენას“, ნოეს მიერ მტრედის გაშვებას, მანამდე ეს მოვლენა ადამიანმა აღწერა შუმერულ ეპოსში.

აქ მოვიყვან ამონარიდს ჩემი წიგნიდან ,,ცხოვნების ფილოსოფია“ და ჩვენს ვარაუდს ამგვარად გავამყარებ:

,,1872 წელს ჯორჯ სმიტმა დაიწყო ორმუზდ რასამის მიერ მუზეუმისთვის გამოგზავნილი თიხის ფირფიტების გაშიფვრა და მიაკვლია ერთ ,,ფირფიტაში“ წარღვნის შესახებ მეტად საინტერესო იმფორმაციას. გაირკვა, რომ ამ ნაწარმოებს ბოლო ნაწილი აკლდა. მაშინ ჯორჯმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჩასულიყო შუამდინარეთში და თავად ეპოვნა ეპოსის დარჩენილი ნაწილი.

ის მართლაც ჩავიდა გათხრების ადგილზე და მრავალი კულტურული ფენის შემცველ უზარმაზარ ბორცვში აღმოაჩინა ის, რასაც ეძებდა.

მან ინგლისში ჩაიტანა 384, მათ შორის წარღვნის ეპოსის ბოლო ნაწილის შემცველი თიხის ფირფიტაც. ეჭვს არ იწვევდა ის გარემოება, რომ მასში მოთხრობილი იყო ,,წყლით ღვრნის“ გლობალურ კატასტროფაზე, ოღონდ ეპოსის პერსონაჟს (გმირს) ნოეს ნაცვლად უთანაფიშთი ერქვა:
ავზიდე ხომალდზე რაც გამაჩნდა,
თესლი ყოველი სულდგმულისა,
ავსვი ხომალდზე ოჯახი ჩემი და ნათესავები.
ჯოგი შინაური და ჯოგი ველური
და ხელოსნები უკლებლივ ავსვი ...
შევედი ხომალდში დავგმანე კარები,
ოდეს განთიადმა მტრედისფრად ინათა,
დაიძრა ცის კიდედან ბნელი ღრუბლები.
მოყვასი ვერ ხედავდა მოყვასს.
ცის ქვეშეთში არ ჩანდა ხალხი,
ექვს დღესა და შვიდ ღამეს
მიმოდიოდა წარღვნის ქარიშხალი
და გრიგალი ხმელეთის დამქცევი.
ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას,
წარღვნის ქარიშხალმა შეწყვიტა ომი,
რომ იბრძოდა ვითარცა ლაშქარი.
ზღვა დაწყნარდა,  ქარიშხალი ჩადგა,  წარღვნა შეწყდა.
სარკმელი გავაღე, სახეზე დამეცა სხივი.
მუხლი მოვიყარე და ავტირდი,
ღაწვებზე ცრემლები მდიოდა.
გავხედე კიდეებს საზღვრამდე ზღვისას,
ვნახე ჩამდგარიყო გრიგალი,
დამკვიდრებულიყო მდუმარება,
მოდგმა კაცისა მიწად ქცეულიყო,
გადარეცხილიყო მთელი ჭალები,
თორმეტი მხარე ამოზიდულიყო,
ნიცირიის ქვეყანას მიადგა ხომალდი,
არ დაანება მოძრაობა,
ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას,
ამოვსვი და გავუშვი მტრედი,
წავიდა მტრედი და ისევ უკან დაბრუნდა:
არ ჩანდა სადგური უკან მოტრიალდა,
ამოვსვი და გავუშვი მერცხალი,
წავიდა მერცხალი და უკან მობრუნდა,
არ ჩანდა სადგური უკან მოტრიალდა.
ამოვსვი და გავუშვი ყორანი,
წავიდა ყორანი და წყლების დაშრობა დაინახა,
ჭამდა ისვრებოდა ლამში და ჩხაოდა.
აღარ მოტრიალდა ყორანი“.
და მთავარი: რატომ გვხვდება ,,გრაკლიანის წარწერაში“ ანბანურ-იეროგლიფური დამწერლობა? ... რადგან ყველაფერი მარტივი არ არის გენიალური და პირიქითაა, ჩვენც ჩავთვალეთ, რომ საქმე გვქონდა მნიშვნელოვან წინაღობასთან, რომელიც, როგორ გადაგველახა, არ ვიცოდით. თუმცა გვქონდა ალგორითმი, რომელმაც სავარაუდოდ მთელი ტექსტი გაგვაშიფრინა.

ბევრი ძიებისა და ურთიერთშედარების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ,,გრაკლიანის წარწერის“ ეპოქა ერთგვარი გარდამავალი პერიოდი უნდა ყოფილიყო იეროგლიფურსა და ანბანურ დამწერლობათა შორის. პირველს ნელ-ნელა ანაცვლებდა მეორე. ამიტომ საკვლევ ტექსტშიც ეს პროცესი სრულფასოვნად აისახა.

ამის თქმის შესაძლებლობას ისიც გვაძლევს, რომ ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი  ,,მეორე წარწერა“ არ ჰგავს ანბანურ დამწერლობას და ის უფრო იეროგლიფურისკენ იხრება.

ერთი თვალის შევლებით, თითქოს დახატულია ერთგვარი ლაბირინთი, მაგრამ ვიზუალური დაკვირვებით შევძელით გამოგვერჩია ირმის მოხაზულობა, თუმცა მოდით, აქ შევჩერდეთ, ,,მეორე წარწერა“ საჭიროებს კვლევას და არა ვარაუდების გამოთქმას, მაგრამ ერთს მაინც დავძენთ: ,,მეორე წარწერა" სავარაუდოდ უნდა იყოს იმდროინდელი მმართველის (მეფის) ხელთრთვა, გამოსახული მის ბეჭედზე, რითაც მან დაადასტურა ,,გრაკლიანი გორაზე" აღმართული საკულტო ნაგებობისა და მისი რეგალიების მნიშვნელობა...

ჯერ მხოლოდ ვფიქრობთ, ერთი კი გადაწყვეტილი გვაქვს, აუცილებლად შევუდგებით მის დეშიფრირებას.

მაშ,. ასე: ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის სრული ვერსია ასეთია:

ქართოს-ინ (ერის) საწყისი (ხარის თავის გამოსახულება), სიცოცხლის  (ხის გამოსახულება) ან (ფრინველის გამოსახულება) გაგრძელება. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები