ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2022


●●●(სინტაქსი)

ასე ამბობენ:
"თანამედროვე ყველა მოთქვამს,
არადა,
პოეტი ის კი არ არის,
ვინც ითხოვს შველას,
არამედ ის, ვინც იტყვის:
- მენდეთ, გიშველით!"
ეჭვით  ვუყურებ ამ გამონათქვამს,
რადგან არ ვიცი,
ასეა ეს,
თუ ასე არ არის.

ნამიან ბალახს ფეხშიშველი რომ გაუთამამდები,
სისველესა და სირბილეს რომ ყაბულს იქნები,
საკმარისი პოეზიაა ალბათ  შენთვის,
მაგრამ მოულოდნელად ეკალს რომ იგრძნობ ფეხში,
ტკივილსაც,
და წვეთსაც გაურევ,
სისხლისას,
იმ ნამს,
უნდა მიხვდე რომ ცხოვრება...

რა გაგაღვიძებს, შენ,
ეკლის გარდა?
არც არაფერი!
ჰოდა,
ვინც მაგ ნამიან ბალახს
ეკლით გინაღმავს,
პოეტიც სწორედ ის არის.

პოეზია კი,
ყველა დროის პანაცეაა.
ის ცოცხალია და თავად წყვეტს:
როდის იმასხრებს, თუ იბილწსიტყვებს,
როდის სახეში შეგაყრით ტალახს.
ხან პეპელასაც დაედევნება,
ხან ხანძარივით გალოკავს ქალაქს.
მიწას მიაყრის მეტწილად მამებს,
მოერიდება შვილის აკენწვლას.
საყურის ჩრდილშიც,
ხან დაივანებს,
ხანაც ვინმეს, ან რამეს დაგესლავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები