ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
7 სექტემბერი, 2022


William Blake – Love to faults is always blind

უილიამ ბლეიკი - ნაკლს სიყვარული ვერ ამჩნევს მუდამ

ნაკლს სიყვარული ვერ ამჩნევს მუდამ,
მხიარულება ყოველთვის უნდა,
ლაღი, ფრთოსანი არვის მორჩილებს,
ამსხვრევს სუყველა აზრის ბორკილებს.

ტყუილს სჭირდება იდუმლის ჩრდილი,
კანონს არ არღვევს ნატიფი, ფრთხილი,
თუ ვერ ხეირობს, არის ბრმობილი
და მჭედელია აზრის ბორკილის.

7 სექტემბერი, 2022 წ.


William Blake – Love to faults is always blind

Love to faults is always blind,
Always is to joy inclin'd,
Lawless, wing'd, & unconfin'd,
And breaks all chains from every mind.

Deceit to secresy confin'd,
Lawful, cautious, & refin'd;
To every thing but interest blind,
And forges fetters for the mind.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები