ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარ
ჟანრი: თარგმანი
7 სექტემბერი, 2022


William Blake - Fresh from the dewy hill, the merry year

უილიამ ბლეიკი - ცვრიანი მთიდან მხიარული  მოგელავს წელი

ცვრიანი მთიდან მხიარული  მოგელავს წელი,
მიახლოვდება მომღიმარი ცეცხლოვან ეტლით;
დაფნის გვირგვინმა დამიმშვენა ჭაბუკის შუბლი,
თავს გარეშემო ნიმბი ერტყმის დიდების ღრუბლის.

ფრთაშესმხულ ფეხით მივიჩქარი, რადგან მსურს ხილვა
ჩემი მიჯნურის, ვინც ჩამოჰგავს იერით დილას,
მიედარება ანგელოზებს ყოველი ნაკვთით
და ღვთიურ სახეს უცისკროვნებს ციური ნათლი. 

თითქოს ვხედავდეთ მოლივლივე სერაფიმს წმინდას,
უმანკოებით მადლცხებული სულით რომ ბრწყინავს;
დუმს მის წინაშე მხიარულად მღერალი მწყემსი,
საამო ბაგით ანგელოზის  ხმა  როცა ესმის.

როდესაც ვუსმენ, ჟრუანტელი სხეულში მივლის,
აგვერიდება ერთად მყოფებს ყოველი მწიკვლი,
ედემს მოაგავს ყველა ბაღი, სადაც კი მახლავს,
ხოლო სოფელი გადიქცევა ღვთის წმინდა სახლად.

იმ ტკბილ სოფელში, სადაც ჩემი შავთვალა მელის
და თვალებს ლულავს, ჩამოწვება როდესაც ბნელი,
როცა შევდივარ, შთაგონებას მანიჭებს ღმერთი
უხრწნელი ცეცხლით და უკვდავი ჰანგებით ვმღერი. 

7 სექტემბერი, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.bartleby.com/235/14.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები