ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 სექტემბერი, 2022


გაშიფრულია ,,გრაკლიანის" ე.წ. მეორე წარწერაც

          კვლევის  მეხუთე საფეხური 
                     
ვიდრე დავიწყებთ ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი, მეორე  უძველესი ქართული წარწერის წაკითხვას, რომელსაც წარწერა შეიძლება პირობითად ეწოდოს, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.

ჩვენი, ზემორე აღნიშნულ გორაზე არსებულ ქვედა არქეოლოგიურ ფენებში, ვივარაუდეთ ქალაქ ქართოსის ანუ ქართისის არსებობა. ამიტომ მართებული იქნება თუ კი ,,გრაკლიანს“ თავის სახელს შევუნარჩუნებთ და დავამატებთ ქალაქის სახელსაც. ასე მაგალითად: ,,გრაკლიანი გორა“ - ქალაქი ქართოსი. ხოლო, წარწერას წარმოვადგენთ შემდეგი სახით: ქალაქ ქართოსის უძველესი ქართული წარწერა.

ახლა კი, გადავიდეთ უშუალოდ წარწერის გაშიფვრაზე. ჩვენ, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მას შეიძლება პირობითად ეწოდოს წარწერა, რადგან ამ ,,ტეხილ ხაზთა“ ერთობლიობაში, ყოველ შემთხვევაში, იმ ფრაგმენტებში, რაც გადაურჩა ჟამთასვლას, ანბანური წარწერის კვალიც კი ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებმაც ასე უფიქრონ, თავს არავის არაფერს ვახვევთ. ეს ჩვენი ვარაუდია, დრო ამ შემთხვევაშიც დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე და გამოაჩენს მტყვანსაც და მართალსაც.

პირველი ვარაუდი ლაბირინთისკენ გადაიხარა და ამ მიმართულებით,  ,,დავჯექით მტკვრისა პირს“ ფიქრების გასაქარვებლად. რა თქმა უნდა, საგულისხმოს სიტყვა ,,ლაბირინთი“ ვერაფერს გვეუბნებოდა. ისედაც ნათელად ვხედავთით, რომ ის არ ჯდებოდა კვლევის ალგორითმში. მითუმეტეს იმ თვალსაზრისითაც, რომ  ე.წ. ლაბირინთის მარჯვენა ნახევარზე, ცხოველთა ფიგურებისმაგვარი (ირემი, ცხენი) სილუეტები ირჩეოდა.

შემდეგი ვერსია ასევე ზემოთ წამოყენებული მოსაზრება გახლავთ: ეს მოხაზულობა წარმოადგენდა იმდროინდელი მმართველის (მეფის) ერთგვარ ხელრთვას (დადასტურებას, ე.წ. ფაქსიმილს), რომელიც გამოსახული იყო მის ბეჭედზე და ,,გრაკლიანი გორის“ საკულტო ნაგებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი ბეჭედით დაამოწმა“, ანუ სახელმწიფოებრივი უფლებით აღჭურვა ... თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, საჯარო სამართლის იურიდიული დაწესებულების სტატუსი მიანიჭა.

ამ შემთხვევაში კი ირმისა და ცხენის  (პირობითად) გამოსახულებები თითქოს ჯდებოდა ლოგიკაში და კიდეც ამყარებდა მას არგუმენტირებულად , მაგრამ ჩვენ სხვა დამატებითი ფაქტები, თანაც მყარი სახით, არ გაგვაჩნდა.

მიუხედავად ამისა, როგორც ,,პირველი წარწერის“ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყეთ ამ ვერსიის დამუშავება და სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვება. აი, რა მივიღეთ შედეგად: 
ქართოსის ნაქალაქარის (ასეც ვუწოდოთ შემდგომში ,,გრაკლიანი გორას“) გათხრებისას, ქვედა ფენებში აღმოჩნდა, არქეოლოგთა ვარაუდით, შუმერული ბეჭდები,  რაც დასტურია იმისა, რომ ის მოგვიანებითაც იქნებოდა გამოყენებადი (არა ეს კონკრეტული ბეჭდები, ზოგადად), რადგან იცოდნენ მისი მნიშვნელობა.

მაშასადამე, ,,წარწერის“ პერიოდამდე ჩვენს წინაპრებს (ამ კონკრეტულ საარსებო სივრცის არეალში მცხოვრებ ქართველურ ეთნოსს, ხალხს) უნდა ჰქონოდათ სახელმწიფოებრიობა  ... რატომ? ... განვმეორდებით: ანბანური დამწერლობა, ბეჭედი (ე.ი. მმართველობის ცენტრალიზებული სისტემა), რელიგია, ანუ ხუთი ე.წ. ატრიბუტიდან, სამი ჰქონდათ. აკლდათ ფული და ჯარი, თუმცა, რადგან ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ,,თეთრები“ აღმოჩენილი არ არის, ეს სულაც არ ნიშნავს მის არქონას, ეკონომიკაში არ გამოყენებას. ჯარი კი ნამდვილად ეყოლებოდათ, დაქირავებული თუ არა  ,,ქუდზე კაცის“ ფორმის მაინც, ალბათ ამას მტკიცება არ სჭირდება.

ზემოთ გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, გამოდის, რომ მოგვიანებით, დაახლოებით ძვ.წ. III საუკუნეში (ფარნავაზის ეპოქა) შექმნილ იბერიის სახელმწიფომდე, მინიმუმ შვიდი საუკუნით ადრე, უკვე არსებობდა ქართულეთნოსური სახელმწიფო, რომელსაც ეწოდებოდა ქართოს (ქართის). ჟამთასვლის გზაზე ეს სახელმწიფო მტრის შემოსევებმა გაანადგურა და ის  ფარნავაზ მეფემ აღადგინა.

ახლა, ნათელია ჩვენთვის, რატომ წერს ქართლის მემატიანე: ,,ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენაჲ და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული“...

ასომთავრული ანბანი სავარაუდოდ მართლაც ფარნავაზის ,,შექმნილია“ (ან მისი დავალებით შეიქმნა), რომელიც წარმოადგენდა ,,გრაკლიანის წარწერის“ ერთგვარ გაუმჯობესებულ, სახეცვლილ  ვარიანტს.

ასომთავრულში დაიხვეწა ასოები, მომრგვალდა და თავშეკრული ფორმა მიიღო. შესაძლებელია რამდენიმე დაემატა კიდეც, ნაწილი შეიცვალა ან ამოღებულ იქნა. სწორედ ამიტომ დავეყრდენით ჩვენ ასომთავრულ ანბანს და ,,გრაკლიანის წარწერაში“ დავიწყეთ მათი მოძიება, მაგრამ ის ასოები, რომლებიც ასომთავრულში ვერ მოვიძიეთ, მოვიძიეთ სხვა უძველეს ანბანებში ... ჩავთვალეთ, რომ ისინიც ,,გრაკლიანის წარწერის“ ერთგვარი შთამომავლები იყვნენ და მათ იგივე პროცესი გაიარეს, როგორიც ასომთავრულის შექმნისას იქნა გამოყენებული.

ახლა კი, ყვერაფერი თავის ადგილზე დგება. დასავლეთ საქართველოში ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს არსებობდა კოლხეთის სახელმწიფო (ეგვიპტური წყაროებით დასაწყისისათვისაც) და აღმოსავლეთში ქართოსისა (ქართისი) ანუ ქართლისა, რომელიც შემდეგ სწორედ ფარნავაზმა იბერიად ,,აკურთხა“, მაგრამ ,,მდინარე თავის ძველ კალაპოტს აუცილებლად უბრუნდება“ და იბერიის შემდეგ ქართლმა ისევ დაიწყო ახალი ცხოვრება, აღიდგინა თავისი დაკარგული უფლებები ... საოცარია, ვინ მოგვცა ჩვენ,

შვიდასი წლის ისტორიის დაკარგვისა თუ გაფლანგვის უფლება? ... რადგან უძველესი ერი ვართ, გვაქვს ამის უფლება? ...

შუმერები იყენებდნენ ე.წ ცილინდრული ფორმის ბეჭდებს. მას სველ თიხის ფირფიტაზე გადააგორებდნენ და ,,დაკუმენტიც“ მზად იყო. ამიტომ ქართოსის ნაქალაქარის მეორე გამოსახულება, სავარაუდოდ მეფის ხელრთვაა, რომელიც დატანილი იყო მის ცილინდრულ თუ მრგვალ ბეჭედზე (ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) ... მისი გადიდებული ასლი კი გამოსახეს წარწერა ,,ქართოს-ინ“-ის დაბლა, რითაც მას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიანიჭეს.

ცილინდრულ ბეჭედს თავისი უპირატესობა გააჩნდა. მასზე იეროგლიფების სახით ან პიქტოგრამებით, შესაძლებელი იყო ვრცელი ინფორმაციის დატანა, მეფის წარმატებული ბრძოლის ასახვა. რაიმე მნიშვნელოვანი პროცესის გადმოცემა და სხვ. მათ შორის ლაბირინთებისა (ტეხილი ხაზებისა) და ცხოველთა ფიგურების გამოსახვა.

ოღონდ, ჩვენთვის გაუგებარია ერთი გარემოება. თუ  ,,ქართოსის ნაქალაქარის“ (გრაკლიანი გორა)  ტერიტორიაზე, რომლის არქეულოგიური ზედა შრე (წარწერის ტერასა) დათარიღებულია ძვ.წ XI-X საუკუნეებით, შუა ძვ.წ. V-IV-თი და ქვედა, რომელიც საავტომობილო გზიდან პირველ შრეს წარმოადგენს, ძვ.წ. XII საუკუნით, სადაც იპოვეს მადნის სადნობი ღუმელი. როგორ აღმოჩნდა ამ შრეებში  ექვსი ათასი წლის წინანდელი შუმერული ცილინდრული ბეჭდები? ... მართალია ამას ამბობს ჟურნალისტი იმ ადგილიდან რეპორტაჟის წაყვანისას, მაგრამ იქ ხომ იყვნენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომელთაც უნდა განემარტათ ეს საკითხი? ... რა, სამიათას ექვსასი  წელი ინახავდა მას ვიღაც? ან შუამდინარეთში და მერე აღმოჩნდა ბეჭედი ქართოსის ტერიტორიაზე, ანდაც ის ექვსი ათასი წლის წინ ჩამოიტანეს და აქ ინახებოდა? ... ამას შეიძლება ზღაპრის დონეზე ახსნა მოეძებნოს, მაგრამ ... ბევრი კითხვებია!

აღნიშნული, ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს, რის გამოც აქ შევჩერდეთ და ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ. ზემოთ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, სხვა მყარი არგუმენტები არ გაგვაჩნია და მხოლოდ ამიტომ, თუმცა დროებით, მის ჭეშმარიტებაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. დარჩეს ისე, როგორც არის, მთავარი ისაა, რომ ეს საფუძვლიანი ვერსიაა და ამის გამო ის იქნება  ,,სიცოცხლისუნარიანი“.

რაც შეეხება შუმერებს, მათზე იმდენი რამ დაიწერა, ახლას ვერაფერს დავამატებთ, მხოლოდ შეგვიძლია რაღაც-რაღაცეები დავაზუსტოთ.  ბიბლიის მიხედვით, ბაბილონი ქამის შთამომავლების დაარსებულია, ქამი კი წარღვნის შემდგომ, სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან გაუყვა გზას შუამდინარეთისკენ. ალბათ, აღნიშნული ბეჭედი, საქართველოს ტერიტორიაზე ამიტომაც აღმოჩნდა (იყო მიმოსვლა). სხვათაშორის, გავიხსენოთ ისიც, რომ ეგვიპტელ ფარაონებს კავკასიური წარმოშობა ჰქონდათ.

იაფეთის შთამომავლებმა კავასიაში დაიდეს ბინა, ქამისამ შუამდინარეთსა და მის შემოგარენში, სემისამ კი სემიტური ერები შვეს, მაგრამ ეგვიპტელთა წინაპრები ვინ იყვნენ, კაცობრიობის ისტორიაში და არც ბიბლიაში, არაფერია ნათქვანი, თუმცა თუ ფარაოებს (ფარაონებს) კავკასიური გენების მატარებლად მივიჩნევთ, მაშინ ისინიც იაფეთის შთამომავლები გამოდიან.

ამ შემთხვევაში კი წარსულის მოვლენები და ფაქტები, ლოგიკურ ბმაშია ერთმანეთთან, თორემ, როგორ შეიძლება ამ უძველესი ხალხის წარმომავლობის შესახებ ცნობები ბიბლიაში არ მოიპოვებოდეს? ...  საქმე იმაშია, რომ ბიბლია სემისა და ქამის შტოს ,,მიჰყვება“ და იაფეთის შტოზე, ბევრი არაფერია ნათქვამი. ეგვიპტელებიც ამის გამო ,,დაიჩრდილნენ“, მაგრამ კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში, მათთვის ადგილი არავის წაურთმევია. მათი ისტორიის ,,შავი ლაქა“ თანამედროვე კვლევებმა გააფერმკრთალა.

აქ ვამთავრებთ კვლევის მეხუთე საფეზურს და გადავალთ შემდეგზე, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან უმნიშვნელოვანესია. მანამდე კი ისევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს ვერსიებს:

პირველ შემთხვევაში, ,,მეორე წარწერაის“ მარცხენა მხარეს დატანილია ლაბირინთის მოხაზულობა და მას ალბათ სიმბოლური დატვირთვა გააჩნდა. ის, საკურთხევლამდე (ღვთაებამდე) მისასვლელი გზის სირთულეზე მიუთითებდა. მარჯვენა ნაწილის გამოსახულებები  კი: ირემი, ცხენი (შესაძლებელია ცხვარი), მზე ალბათ ამქვეყნიურ ცხოვრებას ასახავდა.

- მეორე: მოცემული ,,ტექსტი“ წარმოადგენს მეფის ხელრთვას და ამით, საკულტო ნაგებობას მიანიჭა ერთგვარი სახელმწიფოებრივი სტატსუსი. რამდენიმე ღვთაებისადმი თაყვანისცემა გააერთიანა ერთ რელიგიურ მიმდინარეობად.

ამ ვერსიებში საკამათო ბევრია, მაგრამ რაც გვაქვს, ის შემოგთავაზეთ.

  კვლევის მეექვსე საფეხური

ჩვენ, ,,არჩეულ გზას“, კვლავ ჩვენს ალგორითმს მივყვებით, ამიტომ იმთავითვე მოგახსენებთ, რომ რამდენიმე ვერსიის წამოყენება და პოზიციების დაცვა, ამ ალგორითმის ნაწილია. სწორედ ააქედან გამომდინარე, გავაგრძელეთ კვლევა და გთავაზობთ უფრო რთულ ვერსიას, ერთში დარწმუნებულები, რომ ძიება მისი არსიდან გამომდინარე, ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს, რაც კვლევაში  ,,თანავარსკვლავედთა თემორიის“ შემოტანის შესაძლებლობასაც მოგვცემს.

აღნიშნულში, მართალია არაპროფესიონალები ვართ, მაგრამ ჩვენ რა ცოდნაც კვლევის პროცესში გვჭირდება, ამის კომპეტენცია ნამდვილად გაგვაჩნია. 

ისევ ორნაწილად გავყოთ ე.წ. ტექსტი  და დავიწყოთ მათი ცალ-ცალკე განხილვა: მარცხენა მხარე (ტეხილი ხაზები), წარმოადგენს ვარსკვლავიერი ცის გამოსახულებას, რომელიც ჩვენი ვარაუდით, შეესაბამება ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედს“.
                 
მართალია, მათში განსხვავება თვალითაც შესამჩნევია, ამასთან ის ისე შევაბრუნეთ, რომ ,,მეორე წარწერას“ ფორმით მიმსგავსებოდა, მაგრამ ყველა ადამიანის თვალი ხომ სხვადასხვაგვარად აღიქვამს ცის გუმბათზე მოკაშკაშე უშორეს ვარსკვლავებს? აგრეთვე, სამიათასწლეულის განმავლობაში ზეცის სურათი საგრძნობლადაა შეცვლილი და ის განსხვავდება ჩვენი, თანამედროვე ცის გამოსახულებისაგან.

,,ჰერკულესის თანავარსკვლავედის“ შებრუნება იმიტომ მოგვიხდა, რომ გვეგონა ,,მეორე წარწერა“ ე.წ. დაწოლილ მდგომარეობაში, ,,პირველი წარწერის“ ქვემოთ იქნა აღმოჩენილი, მაგრამ აქ გავუსწრებთ მოვლენებს და გამცნობთ, რომ ის სტელა ყოფილა და ამ შემთხვევაში ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედის“ შებრუნება, თურმე საჭირო არ ყოფილა. ამანაც დაგვარწმუნა ჩვენი გზის სისწორეში.

თუ კარგად დავაკვირდებით ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედს“ და ,,წარწერის“ ტეხილ ხაზებს, შევამჩნევთ, რომ ორივე ერთგვარი ბორჯღალია, მზის სიმბოლო ანუ, არ გვინდა ამ სიტყვის გამოყენება - სვასტიკა, თუმცა მას ინდური ფესვები გააჩნია, ოღონდ ის სხვა ხალხის მზის სიმბოლოსაც წარმოადგენდა.

ხოლო, რაც შეეხება ,,მარჯვენა მხარეს“, მასზე ასახული გამოსახულება ასტროლოგიასთან ანდაც ასტრონომიასთან  უნდა იყოს დაკავშირებული და ასახავდეს რაღაც თარიღს, რომელიმე მოვლენის წელთაღრიცხვას. ხოლო წრიული ფორმის ნიშანი, ჩვენს მიერ მზედ მიჩნეული, შეიძლება გამოსახავდეს რომელიმე პლანეტას ან ციურ სხეულს. 

ვგრძნობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტების დადგენისკენ, თუმცა ვხვდებით, რომ ჩვენი ასტროლოგიურ-ასტრონომიული კომპეტენცია მოიკოჭლებს და შეიძლება მოვძებნოთ ამ თავსატეხის ამონახსნი, მაგრამ ,,სიღრმეში“ ვერ შევიდეთ.

დავიწყებთ ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედით“. რატომ გახდა საჭირო მისი გამოსახულების დატანა ,,მეორე წარწერაზე“ ? ... ვეძებთ მის მდებარეობას, ,,ონლაინ“, ვარსკვლავურ ცის რუკაზე.

ის ჩრდილონახევარსფეროდან ჩანს, თანაც კარგად, საქართველოს ტერიტორიიდან მაის-ივნისში, აზიმუტის 20-სა და 40 გრადუსებს შორის.

შემთხვევით გავიგეთ, რომ ,,მეორე წარწერა“ თურმე სტელა ყოფილა და მას თავზე ვერძის თავის გამოსახულება ედგა, თანაც სტელა ისე იდგა, რომ ზედა ნაწილს ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედის“ გამოსახულება წარმოადგენდა და ჩვენს მიერ მითითებული მარჯვენა მხარე, რომელზეც გამოსახული იყო ირემი და ცხენი - ქვედას.  ამაში  ,,გრაკლიანი გორის“ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განმარტება დაგვეხმარა. აქვე დავძენთ, რომ პატივს მივაგებთ მის ღვაწლს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.

,,ვერძის თავმა“ მართებულ გზაზე დაგვაყენა, მივხვდით, რომ იგი უნდა ყოფილიყო ჩვენი ,,თავსატეხის“ ამონახსნის გასაღები. იმავე რუკაზე დვიწყეთ ,,ვერძის თანავარსკვლავედის“ მოძიებაც. ეს თანავარსკვლავედი ცაზე ნკვეთრად, აზიმუტის 20-სა და 30 გრადუსებს შორის ჩანს ზაფხულის მიწურულსა და მთელი შემოდგომის პერიოდში ... არა! ევრიკა არ გვიყვირია! ... უზმომო სიხარულმა კი ნამდვილად მოგვიცვა!  ...
                   
მაშასადამე, ,,ჰერკულესისა“ და ,,ვერძის“ თანავარსკვლავედები თითქმის ცის თაღის ერთსადაიმავე  წერტილში ჩნდებიან, ოღონდ ჯერ პირველი და დაახლოებით ოცდათხუთმეტი-ორმოცი დღის შუალედით - მეორე, ანუ  ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედის“  წანაცვლების შემდეგ, ცის გუმბათზე მის ადგილს იკავებს ,,ვერძის თანავარსკვლავედი“. მათი საერთო აზიმუტი მერყეობს 20-სა და 40 გრადუსებს შორის. ე.წ. შეხების წერტილი წარმოადგენს 30 გრადუსს. სწორედ ამიტომ ცაზე ისინი თვალით უხილავი ცდომილებით გამოჩნდებიან ერთსადაიგივე ადგილზე,

ე.ი. ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედი“, აქ მცხოვრები ხალხისთვის, ერთგვარი მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ მის შემდეგ ცის ამ წერტილში მის ადგილს დაიკავებდა ,,ვერძის თანავარსკვლავედი“ და ეს პროცესი გარკვეული პერიოდულობით ანუ წელიწადში ერთხელ განმეორდებოდა. ეს პერიოდი ჩვენი აზრით, რადგან ორ თანავარსკვლავედს შორის გამოჩენის ხანგრძლიობის ვადა დაახლოებით ორმოც დღეს უდრიდა (პირობითად ავიღეთ ეს რიცხვი, შეიძლება ცოტა მეტის ან ნაკლების აღებაც), მოხდებოდა (365 დღე : 40 დღეზე), ყოველი ორმოცდღიანი ციკლის 9 ერთეული რაოდენობით. რაც ნიშნავს იმას, რომ ,,მეორე წარწერა“ არის კალენდარი და არა წარწერა.  მისი ერთწლიანი ციკლი შედგებოდა 9 თვისაგან ან თუ ორმოც დღეზე ნაკლებ რიცხვს ავიღებთ 10 თვისაგან  (ეს უკვე დამატებითი კვლევის საგანია). ჩვენ ამ კალენდარს ვუწოდეთ ,,ვერძის კალენდარი“. 

ახლა კი გადავიდეთ სტელის გამოსახულების ქვედა მხარეზე. ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მასზე სავარაუდოდ გამოსახულია ირემი, ცხენი და მზე, მაგრამ უკვე შეგვიძლია დავამატოთ ნახევარკალის ფორმით გამოსახული მთვარეც.

,,გრაკლიანი გორაზე“ მცხოვრები ჩვენი წინაპრები უდაოა, რომ არჩევდნენ ციურ სხეულთა (ვარსკვლავთა, რადგან პლანეტებიც ამად მიაჩნდათ) ორ კატეგორიას: ცაზე ჯგუდურად და ეულად მოარულთ. 

როგორც ვიცით, ადამიანის თვალს ხუთი პლანეტის დანახვა შეუძლია: მერკურისა, ვენერასი, მარსისა, იუპიტერისა და სატურნისა. ირმისა და ცხენის გამოსახულებები რომელს შეესაბამება ჩვენთვის უცნობია, სხვადასხვა წყაროს მიხედვით ეს შესაბამისობები სხვადასხვაა.

მემატიანის ცნობით: ,,მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისის მმართველობის პერიოდი) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა“.
ჩვენი აზრით ეს ხუთი ვარსკვლავი უნდა იყოს  ,,ვერძის თანავარსკვლავედი“, რადგან მასში სწორედ ხუთი ვარსკვლავია. 

და აქაც, საბოლოო ერთი მცირედი შტრიხიც: ,,მეორე წარწერა“ რომ კალენდარია, სწორედ ამიტომ მისცეს მას ჩვენმა წინაპრებმა სტელის ფორმა, ანუ ზეცისკენ მიმართეს. უხეშად ნათქვამი გამოგვივა, მაგრამ მას ცის გუმბათზე ხომ ვერ მიამაგრებდნენ? თუმცა შეგვიძლია სტელა წარმოდგენით ავიტანოთ ზეცაში და ქვემოდან ავხედოთ, ოღონდ ,,ვერძის თავით“ მივმართოთ აღმოსავლეთისკენ. მაშინ ის გამოჩნდება შემდეგნაირად: ,,ვერძის თანავარსკვლავედი“, შემდეგ ,,ჰერკულესისა“, ირმისა და დანარჩენის გამოსახულებები, ანუ დადგა ვერძის მორიგი წელი, წანაცვლდა ,,ჰერკულესის თანავარსკვლავედი“ და ცის თაღზე მოჩანს ორი პლანეტა, აგრეთვე მზეც და მთვარეც. ,,ჰერკულესისა" და ,,ვერძის" თანავარსკვლავედებს ანტიკური ხანიდან იცნობდა ადამიანი.

ადრეანტიკურ და ანტიკურ ხანაში ცხენი მიიჩნეოდა სატურნის ნიშნად. ჩვენი ვარაუდით კი ირემი უნდა ყოფილიყო იუპიტერის ნიშანი. მაშასადამე, სტელის ქვედა  ნაწილზე გამოსახული მათი ფიგურები რაღაცის მიმანიშნებელია.
               
დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ორივე ცხოველის გამოსახულება, რომლებიც ერთმანეთთან პირისპირ დგანან, უნდა ასახავდეს პლანეტების: იუპიტერისა და სატურნის თითქმის ერთ ციურ სხეულად შერწყმის პროცესს, რომელიც 790-800 წლის განმავლობაში ერთხელ ხდება (ისინი ერთ ხაზზე დგებიან და შემდეგ ერთმანეთს უახლოვდებიან).                   

ამგვარი პროცესი მოხდა 2020 წლის 21 დეკემბერს, უფრო ადრე კი ა.წ. 1226 წლის 4 მარტს. სხვა მონაცემი ჩვენ ვერ მოვიძიეთ და  ამიტომ იძულებული გავხდით, სავარაუდო გამოსათვლელ რიცხვად 790 წელი აგვეღო (ასტრონომებმა ზუსტად იციან რა პერიოდულობით და რომელ საუკუნეში მოხდა ასეთი მოვლენები) და მივყევით დროის დინებას ჩვენი წელთაღრიცხვიდან უკან, საუკუნეების სიღრმეში.
                                 
შემდეგი სავარაუდო რიცხვი მივიღეთ  ა.წ. 436 წელი. მერე ძვ.წ. 354 წელი და ჩვენთვის საინტერესო თარიღი  -  ძვ.წ. 1144 წელი, ანუ დაახლოებით ,,გრაკლიანის წარწერის“ ეპოქა. აქ კი უკვე შეგვიძლია ვარაუდების გამოთქმა.  ვთქვათ,  ძვ.წ. 1144 წელს (პირობითად. ასტრონომებს შეუძლიათ ზუსტი როცხვის დასახელება) აიგო საღვთო ტაძარი და მერე  გაჩნდა ,,წარწერა“, ანდაც  ეს მოხდა ერთიდაიმავე დროში. ყოველ შემთხვევაში, იუპიტერისა და სატურნის შერწყმის პროცესი, რომელიც კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით ღამეულ ცაზე, ჩვენს უშორეს წინაპრებსაც არ გამოჰპარვიათ და ეს პროცესი სტელაზე  აუსახავთ.     


სულ ეს არის. ამით ვასრულებთ ,,გარაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი წარწერისა და გამოსახულების კვლევას და ასპარეზს ვუთმობთ პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი დასკვნების დადასტურება ან უარყოფა.
ველით გამოხმაურებას!
- - - - - - - - - - - - - - - - -
ფოტოები აღებულია ინტერნეტიდან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები