ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2022


●●●(არსებითი სახელი)

არცერთ მომაკვდავთან,
არასდროს შემეძლო
ახლოს მიკარება,
არც ყურება.
იცოდა ოჯახმა
და მინდობდნენ.
ალბათ ამიტომაც
შვილი დაოსტატდა.

ათიოდე წლისა,
ჩემი კნაჭა გოგო,
დანის ტარის
თავში ერთი დარტყმით,
ასე ვთქვათ  თიშავდა.
იმ დანითვე
თევზს უჭრიდა მუცელს,
გამოშიგნავდა და მერე
მე მიხმობდა:
- მოდი,
მოკვდა უკვე,
მოდი,
ახლა შეწვი.

იმ ერთხელაც,
გავახურე ტაფა,
გავახურე ზეთი
და...
მეც გავახურე -
თევზი,
საფანელი,
ცხელი ტაფა,
რა სად მიფრინავდა!
ჩემმა კივილმა კი,
არამარტო ზევსი,
ან ჰადესი,
პოსეიდონიც კი,
ამოაყირავა.

- ცხელ ტაფაზე ახტა!
იმ ცხელ ზეთში ახტა!
მკვდარი თევზი ახტა! -
გავკიოდი.

შვილი თავზე მადგა,
მე თავს ვიმართლებდი:
- მგავდა!
თევზი მგავდა,
მართლა მე ვიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები