ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2022


დაქუცმაცებული ლექსი

ვის ვეძახდი წარა-მარ-
ა თუ შენგან ვითხოვდი,
გაგეფანტა წკვარამი,
გაგემხილა ვირთხა:
მართლა აფხაჭუნებდა?
მართლა ღრნიდა იატაკს?
იქნებ ნაფხან ყურებთან,
ის შუილი იდგა,
რომლისგანაც ელიან
დაოკებას, დაცხრომას,
სირაქლემას წველიან
ალბათ უფრო… მარცხნივ
უნდა ვტრიალდებოდე
ძილში - სკამზე, საწოლზე,
ანდაც ვტიალდებოდე
უპრინციპობაში.
რას ვეძებდი წარა-მარ-
ა ნადედამიწარზე
ვგავდი მხოლოდ წამიერ-
ად გარეცხილ ზეწარს,
საწოლს რომ გააფრანტებს,
ანდაც რომ გააფრონტებს,
ცრემლს რომ გააევფრატებს,
ის სითეთრე მერქვა.
იქნებ არ მოვდიოდე,
ან აღარ მოვდიოდე,
სახლისოდენ გვირაბებს
ექო გამოვსტყუოთ.
მე რომ არ გიპასუხო,
ანდაც ვერ გიპასუხო,
იფიქრე სხაპასხუპით
ეს არისო თუო
სულ სხვა გამომესარჩლა,
უცხო ნების მანძილით,
მყუდრო ღამის სარჩული
გახდა უსასრულო,
ყველაფერი ძნელია,
ყველაფერი მარტივი,
პლანეტები ქრებიან
თვალსა და ხელს შუა.
ცოტა ამოჩემებულ,
ცოტა აკვიატებულ,
ცოტაც გადამეტებულ
ცხოვრებისგან ხმები
მომდის დაუსრულებლად.
მომყვებიან სულებად,
მთვლიან ალბათ სულელად,
როცა ვიღიმები.


10 სექტემბერი 2022 წლის































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები