ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2022


დედის სახეს ვადარებდი ანგელოზის ფრესკას

მე ქალს ფრესკას ვადარებ და მეთანხმება გული,
ქალი არის ფრესკასავით ძვირფასი და წმინდა.
დედისერთას ღმერთთან წასულ დედის სიყვარული
გულით დამაქვს, ყინწვისი და მლოცავს ნიკორწმინდა.

მენატრება ალერსი და ჩახუტება მშობლის,
დედის სახეს ვადარებდი ანგელოზის ფრესკას...
ქართველ ქალის მანდილს ვლოცავ ქვეყნად პირველ ყოვლის,
ჩემი რწმენის სიყვარული გულით დამაქვს დღესაც.


ოთარ რურუა

2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები