ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2022


ბაიათი

მიწის პირი ისე უნდა შრებოდეს,
ლოცვა მასში შიშველ ფეხებს ისრესდეს,
გწამდეს, ყველგან დამპალია მორალი,
აბა ერთი, ჩემკენ გამოიხედე.

თუ გახსოვარ, ეს მე შენი ერთი ძმა
ხეტიალში ცივ წყლებს რომ გავურბოდი,
ეს სიმღერა ერთხელ არ დაგესიზმრა?
ეს სიტყვები, წარმოთქმული უცხოსი.

გაგონდება სახეები უცვლელი,
და თან დაგდევს რაღაც გამოუთქმელი.
ეს მინდვრები სხვა მხატვარმა მოხატა.
ბევრ ხალხს ცოტა საერთო აქვს მორალთან.

შენ გტოვებდნენ მარხილით და ძაღლებით,
ყინულეთში მარტოს უნდა გეარა,
სულ გტოვებდნენ შენ ახალი და ძველი
ძვრები, ძვლები, ნაძვები და მე არა.

იმღერებდი სევდიანს და ვარსკვლავურს,
ყბადაბჩენით გიყურებდნენ ბავშვები.
ეხებოდი ცოტა რამეს არსებულს,
გეშინოდა მხოლოდ ერთი დაშვების -

სულის შეკვრის, სულის შეკვრის. მარხილი
თოვლს ეძებს და ირგვლივ მხოლოდ ძნებია.
პოეზია ჩარბენილი ახლების,
გასხლეტილი ნემსის პოეტებისა.

უმღერს ზღვისპირს ახლა  გემი "დალანდი"
რამეს ელის, შიშველ წამებს ტალღებთან.
და რაც მინდა, უცაბედად დალაგდეს,
არც არასდროს, არც არასდროს ლაგდება.

მე ხომ სხვა ვარ დარჩენილი ცრემლების,
მე თუ მიყვარს, იშვიათად ვნებდები,
ერთი მიწა დასამარხად მრგებია.
მაგრამ მასზე ეშმაკს ვხედავ რქებიანს.

როგორ უნდა მივიწყებდეთ, ამ ღამით
ყველაფერი, რაც თავში გაგვივლია,
ერთად ხდება, ნატვრები. რაღამები
ოცნებები, განაღდებულ ფირიდან.

რა ძნელი და შორი არის - მიდიხარ,
მეშინია, ხომ არ დაგავიწყდები?
ახლა მხოლოდ სიზმარია დიდი ხე,
ეს სროლები, და თოფების გაწმენდა.

ისევ დევს ეს ხეიბარი წიგნები,
ერთიანად შავები და წითლები.
მტრედების ასაფრენებით დადიხარ.
ამაზე შორს ვერაფრით დამცილდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები