ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარდა ქარდუხი
ჟანრი: თარგმანი
16 სექტემბერი, 2022


„ახალი სფუნ რივერი“ ედგარ ლი მასტერსი

ლუსილ ლაკსი

ისე საცოდავს არაფერი ხდის კაცს ჩემს თვალში
ქალწულობაზე როგორც მისი მგრძნობიარობა:
რა ნიჭად თვლიან, როგორ აბოდებთ მის დაკარგვაზე,
როგორ ცდილობენ შურისძიებას.
მე ქალწულობა გავატანე ლუციუს ათერტონს.
ან მე წავაგე რამე ამით ან მან მოიგო?
შემდეგ გავთხოვდი სხვა მამაკაცზე
და საკმარისად ბედნიერად ვიცხოვრე კიდეც.
ამ  საძვალეში ჩამოგითვლით ათობით სახელს,
ღვთისმოსავებს და ბანოვანებს, დიდებულ ქალებს,
რომლებიც ჩუმად,  ჯვრისწერის და მღვდლის უკურთხევლად
გარდაქალწულდნენ,
სარძევე კბილებს იცვლიდნენ თითქოს,
და არც თუ ისე დიდი ხნის წინათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები