==Inventário == ჟოზე სარამაგო თქვენი თითები, ვინ მოქსოვა აბრეშუმისგან, სპილოს ძვლისაგან ,თეძოების, ვინ ძერწა ღვედი , ეს, მერამდენედ, გადმოეშვით მიწაზე ციდან , რომ ძირს, გრაციის ნაბიჯების დარჩეს ხავერდი.. რისგან ჩამწიფდა ასე ,მძაფრად მაყვალის წვენი, რომ ჩაეწურა მაგ ძუძუში მომჟავო წიდა, რად შემოირტყით ინდოეთის ბამბუკით წნელი, ეს ნაპერწკლები თქვენს თვალებში, როგორგაბრწყინდა. საბედისწეროდ, კლდეზე რატომ დაეძებთ კარებს, მაგ ბარძაყებზე მოხვეული გველური ხაზით, როგორ აპკურებთ წყაროების თეთრ სიანკარეს, როცა ბაგეზე საოცარი სიცილი გაზით... ტყეებმა თავი დააღწიეს, ნეტავ, რომელ ზღვებს, ზღურბლთან გაბნეულ მარჯანებში რომ გადაეშვით, და როცა მოხვალთ, რომელ სურნელებით ამაგზნებთ, თავბრუდახვეულს, ჟინმორეულს მრუმე ღამეში. მთარგ.--ფ.ნ Inventário De qué sedas están hechos tus dedos, de qué marfil tus muslos lisos, de qué alturas llegó a tu andar la gracia de gamuza con que pisas. De qué moras maduras se extrajo el sabor acidulado de tu seno, de qué Indias el bambú de tu cintura. el oro de tus ojos, de dónde vino. A qué mecer de ola vas a buscar la línea serpentina de tus caderas, de dónde nace la frescura de esa fuente que sale de tu boca cuando ríes. De qué bosques marinos se soltó la hoja de coral de tus puertas, qué perfume te anuncia cuando vienes a rodearme de deseo las horas muertas.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ეს უმაგრესიააა,
ეს უმაგრესიააა,
4. „ბარხატი“ ქართულად ხომ ხავერდია. მზია თვალაბეიშვილი.
გავახავერდე)) „ბარხატი“ ქართულად ხომ ხავერდია. მზია თვალაბეიშვილი.
გავახავერდე))
3. „ბარხატი“ ქართულად ხომ ხავერდია.
„ბარხატი“ ქართულად ხომ ხავერდია.
2. უმაგრესი ლექსია, უმაგრესი თარგმანით. რობაქიძის ლექსი გამახსენდა. მგონი-ხასა ქვია. ყოჩაღ ფისო. უმაგრესი ლექსია, უმაგრესი თარგმანით. რობაქიძის ლექსი გამახსენდა. მგონი-ხასა ქვია. ყოჩაღ ფისო.
1. ლამაზი ლექსია საინტერესო თარგმანით. ლამაზი ლექსია საინტერესო თარგმანით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|