ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 სექტემბერი, 2022


Emily Dickinson - A Pang is more conspicuous in Spring (1530)

ემილი დიკინსონი - გაზაფხულობით სატკივარი უფრო მძაფრდება (1530)

გაზაფხულობით სატკივარი უფრო მძაფრდება,
თუმც სტვენს ბულბული და გონებაც ილხენს ნამღერით,
ვერ გვანუგეშებს წუთიერი შუქმფინარება
და ვერც ქარებით განქარდება შავი ნაღველი.

რასაც უმღერდნენ, მოისპობა როცა წარხდომით,
ვიღას ანაღვლებს ლურჯი ჩიტის ჰანგი შალდამში -
რადგან მანამდე დაყოვნდება მოსვლა აღდგომის,
ვიდრე რწმენით არ გაგორდება ლოდი აკლდამის.

17 სექტემბერი, 2022 წ.


Emily Dickinson - A Pang is more conspicuous in Spring (1530)

A Pang is more conspicuous in Spring
In contrast with the things that sing
Not Birds entirely - but Minds -
Minute Effulgencies and Winds –

When what they sung for is undone
Who cares about a Blue Bird's Tune -
Why, Resurrection had to wait
Till they had moved a Stone –

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები