ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2022


●●●(მხოლობითი რიცხვი)

რა დროა და
თენების,
ხუთს აკლია ხუთი,
გენიალურობამდე
დარჩა ხუთი წუთი.

რა მნიშვნელობა აქვს,
ვინ ვარ,
სად ვარ,
როგორ,
რა სახელი მომცეს,
ბიჭი ვარ თუ გოგო?
იქნებ რამით ვგავარ
სიახლეთა მიმგნებს,
სხვა გამოცდილებით
მაინც ვერ გამიგებთ.
არსაიდან სადღაც,
ვინმეს აღმომჩენი,
არც საქმით,
არც სიტყვით,
რამის გამომრჩენი.
არც არაფრით მეტი,
მყიფე "ფუნდამენტით",
ხან სათქმელი არ მაქვს,
ხან სათქმელზე მეტი.

კიდევ კარგი ვმალე,
ყველასაგან ვმალე,
არგამოსაჩენი
თავი გადავმალე.
მხედავს ერთადერთი...
იმედი მაქვს ერთი...
ე.წ.
მხოლოდ ჩემი ღმერთი.

გათენება უწევს,
გათენდება მალე,
მანამდე კი, ნუ მოიწყენ,
გამარჯობა, ჰალე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები