ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2022


არ არის ...

მაგიდა,
ფურცლები,
თამბაქოს კოლოფი,
ოთახში სიბნელე,
სიცივე სამარის,
რაც უფრო დიდი ხნით ვენდობი მოლოდინს,
ვხვდები რომ "საშველი არ არის, არ არის..."

ღამემ კი ეს მთვარე აბივით ჩაყლაპა,
ქუჩაში დავდივარ დასვრილი კედებით,
მარტო ვარ,
არავის,
არავის არ ვყავარ,
ყოველდღე ოთახში სისხლივით ვდედდები...

ჩრდილი კი დაცურავს კედელზე თევზივით,
ეს მაშინ, როდესაც არ ჰყოფნის ჟანგბადი.
უფალო,
შენ გარდა სულ ყველას შევზიზღდი,
არადა ცოდვებით ბოლომდე დავჟანგდი...

უფალო,
ყოველთვის მოდიხარ ცოტა ხნით,
პირიქით დიდი ხნით მე შენგან მივდივარ,
კვამლია,
სიგარეტს ვეწევი ოთახში,
და სუფთა ჰაერი უბერავს მინდვრიდან...

გაწვიმდა,
ღრუბელმა ამინდი დახვრიტა,
მე ისევ მაცვია სვიტერი-ძველმანი.
და თუკი დაიწყებ რაღაცას ახლიდან,
გახსოვდეს თვითონ ხარ ყველაფრის მწვერვალი.

და ღამემ ეს მთვარე აბივით ჩაყლაპა,
ქუჩაში ახლაც დგას სიბნელე სამარის.
მარტო ვარ,
არავის,
არავის არ ვყავარ,
და ვხვდები "საშველი არ არის,არ არის..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები