ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 სექტემბერი, 2022


Emily Dickinson – There is Another Sky (2)

ემილი დიკინსონი - არის სხვა ზეცაც იაჯავარი (2)

არის სხვა ზეცაც იაჯავარი,
მარადიულად გადასარკული,
ჯერ არნახული ფერის ლაჟვარდით,
სხვაგვარად ნათობს იქ მზე ბაკმული.

ოსტინ, თუ ნახე ტევრი დამჭკნარი,
მდუმარე კორდი, ნუ შეშფოთდები,
გზად შემოგხვდება მცირე მაღნარი,
მარადმწვანეა მისი ფოთლები,

იქვე, დაუმზრალ ტურფა ველობში
ყვავის ბაღნარი გაუხუნარი
და სავანეში უზრუნველობის
ყვავილთა შორის ბზუის ფუტკარი.

არ გამაწბილო, ძმაო, უარით,
ჩემი წალკოტის გახდი სტუმარი!

18 სექტემბერი, 2022 წ.

ოსტინი - ემილის უფროსი ძმა


Emily Dickinson – There is Another Sky (2)

There is another sky
ever serene and fair,
and there is another sunshine,
though it be darkness there –

never mind faded forests, Austin,
never mind silent fields -
here is a little forest
whose leaf is ever green –

here is a brighter garden -
where not a frost has been,
in its unfading flowers
I hear the bright bee hum,

prithee, my Brother,
into my garden come!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები