| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2022 |
მე ვიცი დედა რასაც განიცდის, რომ მონატრება ჰკლავს უსაშველო, და მამის გულშიც ვიცი რა ხდება, დარდი აქვს ჩუმი და უსახელო.
დავტოვე ჩემი დედა-სამშობლო, ჩემი სოფელი, ლამაზი ბაღჩა, ახლა მე შორს ვარ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი გული თქვენთანვე დარჩა.
არ ეკადრება ქართველსა კაცსა, გადავიწყება თავის ქვეყნისა, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ფესვები, და სიყვარული ტკბილი დედისა.
განა სიმდიდრე მეტი რამეა, რომ გყავს ოჯახი და მეგობრები, ფულზე კაცობა როდი იცვლება?! თუნდაც დაგიდგან ფულის გოდრები.
რა ვქნა?! ასე მწამს ასე დავდივარ, ამ ცხოვრების გზას მივყვები დინჯად, და თუ დღეს აქ ვარ მე ფულის გამო, გულს ამჩნევია დარდად და ხინჯად.
არ მინდა ახსნა, თავის მართლება, ცხოვრება რთული, რომ გახდა ვიცით, ჩვენ დავბრუნდებით როცა დრო მოვა, ჩვენ ყველას დედა-სამშობლო გვიცდის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. უნდა დაბრუნდეთ, აბა რა, აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ უნდა დაბრუნდეთ, აბა რა, აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ
3. აუცილებლად დავბრუნდებით და თანაც ფეხზე მყარად მდგარ საქართველოში ❤ აუცილებლად დავბრუნდებით და თანაც ფეხზე მყარად მდგარ საქართველოში ❤
2. კაცებს გაუჭირდათ ოჯახის ტვირთის ზიდვა და ადვილი გამოსავალი იპოვეს, ოჯახი ქალებს გადააბარეს,მე9წელი ვიყავი ემიგრაციაში, იქ ხშირად მესმოდა ქალებისგან, მე კარგი ქმარი მყავსო, კარგი ქმარი თვითონ წამოვიდოდა და შენ არ გაქირავდა ამ ჯოჯოხეთისთვის, იყო ჩემი პასუხი. კაცებს გაუჭირდათ ოჯახის ტვირთის ზიდვა და ადვილი გამოსავალი იპოვეს, ოჯახი ქალებს გადააბარეს,მე9წელი ვიყავი ემიგრაციაში, იქ ხშირად მესმოდა ქალებისგან, მე კარგი ქმარი მყავსო, კარგი ქმარი თვითონ წამოვიდოდა და შენ არ გაქირავდა ამ ჯოჯოხეთისთვის, იყო ჩემი პასუხი.
1. ემიგრანტი ამბობს"მე საქართველოს სიზმარში ვხედავ/ ემიგრანტი ამბობს"მე საქართველოს სიზმარში ვხედავ/
|
|
მონაცემები არ არის |
|
|