ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2022


***



ჩემი ქუჩის ასლი
შუალედურ წარმოსახვაში,
ბოინგის ილუმინატორიდან შემჩნეულ
ბამბის ნაყინივით გაფუებულ სითეთრედ დაიქსაქსა.
თავიდან წმინდანის ანიმაციურ წვერს მივამსგავსე
ღრუბლების ზემოთ წარმოდგენილს, სამყოფელიდან გადმოკიდებულს და ლოცვის ძალით ცაზე შენარჩუნებულს,
მერე ჩქარი მდინარის სიმძლავრით შექმნილი შხეფების კორიანტელს,
მაგრამ სადღაც ფანტაზია შემეშმუშნა
და ქუჩის ასლის ირგვლივ  დაიწყო ყველა დეტალმა ერთმანეთთან ჩაბღაუჭება,
ყველა დეტალში პირველი ღამის სასტუმრო კარნახობდა სხვა დანარჩენებს პათეტიკურ მოძრაობას,
კონფლიქტურ ესთეტიკას ინარჩუნებდა
ყოფითი მახასიათებლებისგან შემდგარი ვალდებულებების ფორმად
გადაქცეული სიხშირეები,
მათ შორის კი ადგილი სხვა სიმშვიდით იყო ამოვსებული,
რომელიც ყველაზე მეტად მითავსებდა.
ეს არ იყო პაროდია სიმშვიდის,
მითუმეტეს თავისუფლების.
მხოლოდ ჩემი პოეზია ჰგავდა იმ ჩრდილს,
რომლის მიღმაც ჩანდა მთელი სამყარო საკუთარი თავის გაუაზრებლად,
იქიდან კი საპირისპირო უკუკავშირები
პერიოდულად მიგროვებდა  ამბებს
უგულშემატკივროდ დარჩენილი ადამიანების შესახებ,
რომლებიც ვერასოდეს გადავარჩინე.

17 სექტემბერი 2022 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები