ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2022


●●●(მორფოლოგია)

...და ბოლომდე
სანამ  წაიკითხავ ,
ადექი და წადი,
სარკეს მიაკითხე.
ასე,
ამ წამს როგორ გამოიყურები,
ლექსისთვის მოცლილო,
ნახე.

მიდი,
გელოდები...

მაინც ვერ დაგძარი.
ვიცი,
გხედავ.

ეგ აღარაფერი,
შედარებით მასთან,
რაც გამოგატარე.
სხვა დროს შეგიძლია
დააკვირდე შენს თავს.
კარგად დააკვირდი.
იმიტომ კი არა,
რომ მე დიდი ვინმე...
შენ კი ის, რაც...

როგორ მექნებოდა
მე შენს მიმართ ვნება?
ეგ ხომ მცირედია?
მიყვარდი, ●●●●●●!
ასე!
წარსულ დროში
გწერ და ზუსტად ვიცი,
ასე უნდა გწერო.

P.S.
მრავალწერტილისთვის
თავად შეძლებ
სიტყვის შერჩევას,
გინდ "სულელო" ჩასვი,
გინდა "შეჩემა".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები