ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2022


რა გინდა რომ ქნა...

რა გინდა,რომ ქნა?
ან აკეთო?
ანდა მითხარი,
რას ელი შენი ცხოვრებისგან კარგს და მშვენიერს?
ხმა ამოიღე,
გამაგონე,
ახლა ვინ არის
ვინც ახლა შენ ხარ და ვინც ადრე შენში შევნიშნე?

ხან ადგილს იცვლი,
ხან უბრალოდ არსად დადიხარ,
შენ ფიქრობ ცხოვრობ,
ან არსებობ,
ანდა მოეშვი.
გამოიტანე შენი თავი ცუდი ამბიდან,
გამოიტანე შენი თავი სიმარტოვეში...

რადგან იძახი, რომ დაკარგე ყველა იმედი,
სხვა კარებიდან ცდილობ გასვლას და ვერ გადიხარ,
რომ სადაც გსურდა შენ იქ ბოლოც კი ვერ მიხვედი
და სადაც არა,
იმ გზის გავლას იწყებ ახლიდან.

გთხოვ იქნებ ჯობდეს,
რომ
დაფიქრდე,
მიხვდე რად გიღირს
ის რასაც მერე დაკარგავ და ვერც კი მიხვდები,
რომ შენში იყო,
მაგრამ შენი,
თურმე არასდროს...
და საკუთარ თავს შეაწუხებ ძველი კითხვებით:

რა გინდა,რომ ქნა?
ან აკეთო?
ანდა მითხარი,
რას ელი შენი ცხოვრებისგან კარგს და მშვენიერს?
ხმა ამოიღე,
გამაგონე,
ახლა ვინ არის
ვინც ახლა შენ ხარ და ვინც ადრე შენში შევნიშნე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები