ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 სექტემბერი, 2022


ქართული პიქტოგრამების კვლევა

        ქართული პიქტოგრამების კვლევა

                  პრეამბულა

საქართველოში აღმოჩენილი, ქვის ფილებზე დატანილი პიქტოგრამები, თითქმის შეუსწავლელია, თუ არ ჩავთვლით მათ ერთგვარ კლასიფიკაციას და გრაფიკულად გამოსახვას.

საერთოდ არ არის წამოყენებული საყურადღებო ჰიპოთეზები თუ თეორიები მათში მოცემული ინფორმაციების თაობაზე, სხვა პიქტოგრამებთან ამ გამოსახულებათა მსგავსებაზე და არა თუ კონკრეტულად მაღალმთიანეთთან, ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან  მათ კავშირებზე, დაუდგენელია ასაკიც. ეს კი ჩვენთვის კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაა, მაგრამ ვეცდებით გადავლახოთ.

იდუმალი ტექსტების, პიქტოგრამებისა და უძველესი წარწერების წაკითხვის საქმეში გარკვეული ცოდნა უკვე დაგვიგროვდა. ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ შვიდი ასო, რამდენიმე სიტყვა და წინადადება, ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვა  და ამ მიმართულებით მოძრაობის პროცესში თითქმის ყველა პიქტოგრამის, ასო-ნიშნისა და უძველესი ანბანური დამწერლობის გაცნობამ. როგორც იტყვიან: თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ამასთან,. ალღოს გრძნობაც გაგვიმძაფრა.

საქმეს ისევ ჩვენს მიერ წინა კვლევებში ჩამოყალიბებული კონცეფციით შევუდექით, ალგორითმიც იგივე დავტოვეთ. ვიწყებთ ერთი ჰიპოთეზით, შემდეგით და ასე დაუსრულებლად, ვიდრე ჭეშმარიტებამდე არ მივალთ ... ჭეშმარიტება კი ისეთი  ,,ოხერი“ რამაა, თავად მიგანიშნებს საკუთარ თავზე.

საქართველოს მთიანეთში აღმოჩენილი პიქტოგრამების ვიზუალურად დათვალიერებისას, ჩვენ ყურადღება ერთ მათგანზე შევაჩერეთ. კერძოდ: გიორგი ჭინჭარაულის სახლში შემონახულ, ხევსურეთის სოფელ ზემო კისტანში აღმოჩენილ ქვის ფილაზე დატანილ პიქტოგრამებზე.

არჩევანი, მარტო  ასო-ნიშანთა სირთულიდან გამომდინარე არ გაკეთებულა,  მათი მრავალფეროვნებაც გავითვალისწინეთ. ამ ფილაზე (ბრტყელ ლოდზე) სავარაუდოდ უფრო მეტი ინფორმაციაა დატანილი და თანაც ასო-ნიშანთა უმეტესობა სხვა ,,ქართულ პიქტოგრამებშიც“ (შემდგომ ასე მოვიხსენიებთ ამ პიქტოგრამებს)  გვხვდება. 

რატომ ასო-ნიშნები და არა სრულად პიქტოგრამები? ... ჩვენი ვარაუდით  ,,გიორგისეული პიქტოგრამა“ (ესეც ბატონი გიორგის პატივსაცემად) არა მარტო სხვადასხვა გამოსახულებას,  ანბანურ ნიშნებსაც, ანუ ასოებსაც შეიცავს. ალბათ შერეული ვარიანტია.

,,ქართული პიქტოგრამების“ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოძიება, რთული საქმე ნამდვილად არ გახლავთ, ამიტომ აქ, კიდევ ერთხელ მათი კონსტატაცია ბევრს არაფერს მოგვცემს. მართალია  ,,გამეორება ცოდნის დედაა“, მაგრამ ეს უფრო დაზუთხვა იქნება, რომელიც მთალდ ნიჭიერებაზე არ მიუთითებს. ყოველ შემთხვევაში, წარსულში ასე მიაჩნდათ.

ამას იმის გამო შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ გვინდა რაიმე ინფორმაცია ჩვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს და მის მართებულობასა თუ არამართებულობას, ბევრი დრო შევალიოთ, კვლევას კი მოვწყდეთ.

ჩვენ დავიწყებთ ისე,  როგორც მართებულად მიგვაჩნია, ეს ჩვენი ალგორითმის ნაწილიცაა და კვლევის პროცესში თუ რაიმე ისეთი აღმოჩნდება, რომელიც უკვე სხვის მიერაა აღმოჩენილი, კეთილი და პატიოსანი, ჩვენად არ მივიწერთ, გაგვიხარდება, ჭეშმარიტებას ვინ ადრე ეზიარება, საერთო საქმისთვის ეს ხელისშემშლელი ვერ იქნება, მთელს ქვეყანას გამოადგება.

ეს არ გახლავთ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები და არც არავინ ამპარტავნობს! ... მაშ, დავიწყოთ!

                                            კვლევის პირველი საფეხური

ნახაზის ვირტუალური დათვალიერების შემდეგ, ჩვენ კვლევა დავიწყეთ წითელი ხაზით ნაჩვენები გამოსახულებით. ეს ნიშანი სხვადასხვა ანბანურ დამწერლობაში სხვადასხვაგვარად არის გამოსახული.  ჯვრის ან ლათინური X-ის (იქსი) ფორმით, ოღონდ მისი ე.წ.  ზედა და ქვედა მკლავები გვხვდება მარცხნივაც და მარჯვნივაც შებრუნებული.

საქმე იმაში გახლავთ, რომ, ჯერ გასარკვევი გვაქვს, ჩვენს მიერ ,,იქსად“  წოდებული ასო-ნიშნის დანიშნულება, რომელიც პირინეის იბერიული (ასე ვუწოდოთ სიმარტივისათვის) ანბანის მიხედვით წარმოადგენს ასო ,,თა“-ს და ის განთავსებულია სამი მართკუთხედის თავზე, რომელთაგან ორი ერთმანეთთან ვერტიკალურ მდგომარეობაშია და ერთიც კი მათთან მარცხენა მხარეს ქმნის მართ კუთხეს.

რა შეიძლება იყოს ორი რვაწახნაგიანი და ერთიც სამკუთხედებჩახაზული ოთხწახნაგიანი მართკუთხედი?... პირამიდები! ... ზეციდან გადაღებული სამი პირამიდა, რომლებსაც მეცნიერთა აზრით ისეთი განლაგება აქვთ, როგორიც ერთმანეთის მიმართ ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ ცენტრალურ სამ კაშკაშა ვარსკვლავს. ამათგან, ორი დიდი ვარსკვლავი სწორ ხაზზეა და ერთიც მომცრო, ხაზიდან ოდნავ გადახრილია.                   
                     
გიზის სამი პირამიდები ეკუთვნის სამ ფარაონს: შუანა, დიდი - ხეოფსს, მარჯვენა შედარებით პატარა - ხაფრანს და მარცხენა მომცრო - მენკაურას.

ხოლო, რაც შეეხება პირამიდის რვა წახნაგს, ისინი აღოჩენილი იქნა თვითმფრინავიდან დამზერის შედეგად, თუმცა მათი ხილვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

პნახაზზე (შემდგომში ასე ვუწოდოთ ზემოთ მოცემულ პიქტოგრამებიან ქვის ფილას), ,,მენკაურას პირამიდაის“ გვერდებზე დატანილია შავი ფერის სამკუთხედები, რომლებიც განასხვავებენ მას დანარჩენი ორისაგან და პირამიდებთან მიმართებით, საეჭვოს ხდიან ჩვენს არგუმენტებს.

მათი მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვფიქრობთ, რომ სამივე მართკუთხედის ფორმის ფიგურა პირამიდაა. ,,მენკაურას პირამიდა“ ალბათ იმიტომ განსხვავდება, რომ ყურადღება მასზე გამახვილდეს ან იმ ეპოქაში ის ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო. ამ პირამიდას თავზე ადგას მშვილდოსნის ფიგურა, რომელსაც ხელში ორთავიანისრიანი მშვილდი უჭირავს და ისარი მიმართულია ფარ-ხმალიანი ფიგურისკენ, თავად ეს ფიგურა კი ისარს ფარს უშვერს და ხმალი ზეაღმართული აქვს დასარტყმელად.

ჩვენი ვარაუდით მშვილდოსანი, მისი სახელობის თანავარსკვლავედს აღნიშნავს და ფარ-ხმალიანი ფიგურა კი ,,ორიონის თანავარსკვლავედს“, რომელსაც სწორედ ამგვარად გამოსახავდნენ ანტიკურ ხანაში. ამასთან, მშვილდოსანსა და ,,მენკაურას პირამიდას“ შორის გამოსახულია რომბის მსგვავსი გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზულია ჯვარი და მის ე.წ. მკლავებში ოთხი წერტილი (ეს ფიგურაც გამოსაკვლევია). შავი წერტილებით ადრეულ ეპოქაში გამოსახავდნენ რიცხვებს. ამასაც შემდეგ გავარკვევთ.

ხოლო, რაც შეეხება ჩვენს მიერ წითელ კვადრატში ჩასმულ X-ის ფორმის ფიგურას, რომლის ანბანური შესატყვისია ,,თა“, სავარაუდოდ ის უნდა აღნიშნავდეს მთას, რადგან იმ ეპოქაში სახელი - პირამიდა, რომელშიც ქართული პიქტოგრამებია ამოკვეთილი, არ უნდა არსებულიყო.    ეს ცივილიზაცია ჩვენი დასკვნებით იმდენად უშორესია, რომ შუმერულსაც  უსწრებს და დაუჯერებლადაც ჟღერს  (ამ საკითხზე ქვემოთ ვისაუბრებთ).

მაშასადამე, ამ მოცემულობით ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ შემდეგი ვარაუდი:

- პირამიდების ქვეყანაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მშვილდოსანისა“ და ,,ორიონის“ თანავარსკვლავედებიდან ჩამოსული უცხომიწელები. ერთ-ერთმა გაიმარჯვა და დასაბამი მისცა არამიწიერ ცივილიზაციას. თუ ვიმსჯელეთ იმით, რომ გიზის პირამიდების განლაგება ,,ორიონისასას“ ჰგავს, ადვილი მისახვედრია გამარჯვებულის სახელი. სწორედ მათ ააგეს პირამიდებიც.

შეიძლება აღნიშნული ბრძოლის ეპოზოდს ასახავდეს ,,ბჰაგავაგიტას“ ძველინდური საგა, რომელშიც ათასი მზის ელვარებაზეა საუბარი, რასაც თერმობირთვული ბომბის აფეთქებად მიიჩნევენ.

ჩვენი კვლევის მიმართულებას ნამდვილად არ წარმოადგენს პირამიდების ასაკის დადგენა, მაგრამ ამ საკითხში ნათლის შეტანისთვის შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობას, გიზის პირამიდების დადგენილ ასაკში, არა თუ ეჭვი შეაქვთ, კატეგორიულად უარყოფენ  აქამდე არსებულ თარიღებს. თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით ორმილიონ ოთხასი ათასი ქვის მრავალტონიანი ბლოკი ერთმანეთზე დაადგეს და ააგეს პირამიდა სულ რაღაც ოც წელიწადში ან თუნდაც ორმოცდაათში? ... ასეთი ფილიგრანული აფერა, ოსტაპ ბენდერსაც კი განაცვიფრებდა.

ხუმრობა იქით იყოს და, პირამიდების ასაკი გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენ აქამდე გვასწავლიდნენ. სავარაუდოდ ნეოლითის ხანაშიც კი გადადის.

განვაგრძოთ ჩვენი კვლევა: ფარ-ხმალიანი ფიგურის ქვემოთ არის პატარა ლაქა და მის ქვეშ კი ,,შავი ფიფქი“. აი, აქედან დაიწყო ჩვენი განცვიფრება და პირდაპირი მნიშვნელობით ,,პირის დაფჩენა“, თანაც ფართედ.

ე.წ. ფიფქი აღნიშნავდა ვარსკვლავს, ანუ ზეციური ღვთაებას, რადგან უძველეს ადამიანებს ვარსკვლავები ღმერთებად მიაჩნდათ.

ფიფქი აგრეთვე აღმოვაჩინეთ ლურსმული ანბანის წინარე მესოპოტამიურ იეროგლიფულ დამწერლობაში, მაგრამ, როცა დაზუსტებისთვის განვაგრძეთ კვლევა, აღნიშნულ პიქტოგრამას წავაწყდით ვინჩას კულტურაში.

ვინჩას ანუ ტურდაშის ცივილიზაცია (ტურდაშ-ვინჩას) არსებობდა ნეოლითის ხანაში. დღევანდელი სერბეთისა და ბულგარეთის, მცირე ნაწილი კოსოვოს ტერიტორიებზე. მოიცავდა ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნიას, საბერძნეთისა და რუმინეთის ნაწილსაც.

ეს კულტურა დათარიღებულია ძვ. ა. 5700-4500წ.წ. პერიოდით. გათხრების ადგილზე აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ნასახლარი (ნაქალაქარი). ჰქონდათ ორსართულიანი საცხოვრისები, ჭურჭელი, სკამები და ა.შ. საყოფაცხოვრებო ინვენტარი და კიდევ  ,,დიდი თავისტკივილი“ არქეოლოგთათვის.
საქართველოს მთიანეთში აღმოჩენილი პიქტოგრამების ზოგიერთი ნიმუში სრულად ემთხვევა ვინჩას კულტურის ,,დამწერლობის“ ნიმუშებს ...

აი, ამიტომ გადავდევით, ჩვენ ზემოთ, ქართული პიქტოგრამების დათარიღების საკითხი და დავიწყეთ სხვა საკითხებით.

ჩვენი აზრით ეს სიმართლეს უნდა შეეფერებოდეს. ქართული პიქტოგრამები ვინჩას კულტურის ასაკისაა, შეიძლება ცოტათიც უხნესი.

საკითხს რომ არ მოვწყდეთ და არ ჩავიკარგოთ საქართველოს ისტორიის უშორესი წარსულის ,,გაცრეცილ ფურცლებში“,  მოკლედ შეგახსენებთ შემდეგს: ქართული ღვინის ასაკი დაახლოებით 8000 წელს მოითვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ, ჩვენს სამშობლოში არსებობდა ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები. სოფლის მეურნეობა - ვაზის მოვლა-კულტივაცია, მრეწველობა - ღვინის დაწურვა-დაყენება, მისი მოხმარება და ალბათ გასაღებაც. გვქონდა პიქტოგრაფული დამწერლობაც.
მაშასადამე, ჩვენი წინაპრების ,,ქართული ცივილიზაცია“, რომელიც მინიმუმ 8000 წლისა იყო, დაახლოებით ორი ათასწლეულით მაინც უსწრებდა ვინჩას ცივილიზაციას (კულტურას), რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს რომ ... ვიცით, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება, მაგრამ, ჩვენ გვჯერა და ,,გაგვატარეთ“! ...

ვინჩას კულტურა უძველესი ქართული კულტურის განაყოფია. მათი ანბანური დამწერლობა აღმოჩნდა თიხის  ,,სურაზე“. ჩვენთან კი ქვის ფილებზე, ორივე შეიცავს იდენტურ პიქტოგრამებსა და ასო-ნიშნებს! ... ქვები ღაღადებენ და არ დადიან!  ... სურები რაკრაკებენ და დააქვთ! ...

მოდით, მონეშვათ ჩვენთვის სასარგებლო, ვიღაცეებისთვის მიუღებელ მსჯელობას და პიქტოგრამებს დავუბრუნდეთ.

ე.ი. ე.წ. ფიფქი - ვარსკვლავი, ამოკვეთილია ფარ-ხმალიანი ფიგურის - ,,ორიონის თანავარსკვლავედის“  პიქტოგრამის ქვეშ. ხოლო, ხმლის ქვეშ კი გამოსახულია ერთმანეთის მიმართ ფეხებით მდგარი ორი ფიგურა. სავარაუდოდ მამაკაცისა და ქალისა. პირველს ხელები გაშლილი აქვს, მეორეს, თავდაყირად გამოსახულს, ხელები მამაკაცის მიმართ აქვს დახრილი და ოდნავ გაშლილ მდგომარეობაში.

ამ პიქტოგრამებისა და ნიშნების ერთობლიობა, წინა დასკვნის გათვალისწინებით, გვაუწყებს შემდეგს: 
- პირამიდების ქვეყანაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მშვილდოსნისა“ და ,,ორიონის“ თანავარსკვლავედებიდან ჩამოსული უცხომიწელები. ერთ-ერთმა გაიმარჯვა და დასაბამი მისცა არამიწიერ ცივილიზაციას. თუ ვიმსჯელეთ იმით, რომ გიზის პირამიდების განლაგება ,,ორიონისასას“ ჰგავს, ადვილი მისახვედრია გამარჯვებულის სახელი. სწორედ მათ ააგეს პირამიდებიც ან ის ააგებინეს ადგილობრივ მცხოვრებლებს.

- ამ არამიწიერმა ცივილიზაციამ, დასაბამი მისცა ადამიანთა მოდგმას ან იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აზიარა  საკუთარ ტექნოლოგიას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები