ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2022


,,ქარის ფერი''



არაფერია იმაში უცნაური,
როდესაც გუგლის საძიებო სისტემით
იწყებ გადამოწმებას სიტყვათა შეთავსების
იმ ფორმების,
რომლიც გინდა გახდეს
მოსალოდნელი ემოციის სათავე,
სათაური, ან სულაც ძაფის ერთი წვერი
და ამავე დროს
აუცილებლად  გახდება კავშირის უხერხული გარანტი.
იმაშიც არაფერია უცნაური,
როდესაც აღმოაჩენ შეთანხმების შერჩეულ ფორმას ვიდეო ჩანაწერით გამყარებულს,
ჩართავ სიუჟეტს და დიდი შენობის ნაცნობ ეზოში აღმოჩნდები,
კვირაში ერთხელ მისი გავლა
აუცილებლად გიწევს პროდუქტების სადისტრიბუციო ვალდებულებიდან გამომდინარე.
ის ადგილი რაღაც აუხსნელი სიმძიმის შემცველი,
მოლოდინის უსაზღვრობითა და პერიოდული სიჩუმით გაჟღენთილი ის ადგილი,
შეუძლებელია ადამიანებს არ იმახსოვრებდეს,
დაუჯერებელია დამახსოვრებული ადამიანების
სამყაროებში შეუღწევლობის უნარი უცვლელი იყოს.
ვხედავ მაცაკას.
დამაჯერებლად საუბრობს საქმის მნიშვნელობაზე,
ვხედავ მაცაკას,
საუბრობს გარდაქმნის აუცილებლობაზე,
ვხედავ მაცაკას, გარბის.
ისევ ბრუნდება უკან.
-ქარის ფერი შავია, ამბობს ის,
-მე კი თეთრი ვარ.
-დედას ცისფერი უყვარს.
-მე თეთრი ვარ,
-ქარის ფერი შავია.
-ქარი ყველაფერს იტაცებს. სახელებს, სიტყვებს, ადამიანებს, ღრუბლებს,
ტანსაცმელს, პოლიეთილენის პარკებს.
ერთი შეხედვით რაც მსუბუქია ალბათ ყველაფერს,
მაგრამ სიმსუბუქე სწორედ სიმძიმის დაძლევის საწყისი ხომ არ არის?
-მე თეთრი ვარ ქარი შავია,
ის ყველაფერს იტაცებს.
იმეორებს მაცაკა დაუსრულებელი თავდაჯერებულობით.
სინანულით აყოლებს მზერას ჩაცმულ ადამიანებს,
ქარის მიერ მისთვის წართმელი ტანსაცმლით შემოსილ დინჯად მიმავალ ადამიანებს
და გადარჩენილი მოლოდინიდან იწყებს საკუთარი სამყაროს დაკავშირებას
უხალისოდ წარმოდგენილ მომავალთან.

22 სექტემბერი 2022 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები