ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2022


●●●(ზმნა)

ის -
მეზობელთან ღალატობს ქმარს;
ძველ მეგობართან ღალატობს ქმარს;
თანაკლასელთან;
თანაკურსელთან;
თანამშრომელთან ღალატობს ქმარს; -
მოღალატეა
მოკლედ რომ ვთქვათ.

ეს -
არავისთან თავის ქალაქში
და არავისთან შემოგარენში,
არც სოფელში და
არც სოფლის გარეთ,
პლანეტაზე,
თუ პლანეტის მიღმა,
არა კადრულობს
არავის ღალატს,
მაგრამ ფიქრობს,
რომ ღალატობს თავს.

რატომ ვახსენებ აქ მარტო მას?
დრომოჭმულ პატრიარქატის
ქნარს,
ქალად ყოფილს
და ცოლად წოდებულს,
მტლად რომ ედება ცოცხალს,
თუ მკვდარს:
ყოფილს,
ახლანდელს,
თუ მარად ქმარს?

ვახსენებ,
რადგან წყვილში "მეორეს",
დანამდვილებით
პირველს უღელში,
ქმარს ვიღა ჩივის,
ან ვინ დაეძებს?
როცა კულტურა,
თუ რელიგია,
ცოტას კანონი,
ბევრსაც ეპოქა
და ყველა ერთად ღალატობს მას.

არ იფიქროთ რომ
"მე" გამოვტოვე,
არც თვალთმაქცობით
აგიხვევთ  თვალს:
- გარდაუვალი ყოფილა რადგან,
მე ორმხრივ ღალატს დავუჭერ მხარს,
ნდობას კი მხოლოდ
მისთვის ვაცხადებ,
ვისაც ვერ ვნახავ
წყალში შესულს და
უკან გამოსულს უნაკლოდ მშრალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები