რა ვუყო მამის ვენახებს? ბალახმა დამიჩაგრაო, მისი ლანდი რომ ვერ ნახეს მზეცა და მთვარეც ჩაქრაო.
რა ვუყო წაშლილ ბილიკებს? ნაკვალევს ფარავს მოლიო... მამავ, ნეტავი გენახა ჩემი ორსული ცოლიო!
რა ვუყო ნუშის ნამყენსა? გასხვლა უწევდა წელსაო, მამის არყოფნით ნაწყენსა - დარდი დაეტყო ხესაო.
მამავ უშენოდ, მესამე, ეზოს მოადგა სთველიო, შენ გელის, შენი კვნესამე, ცული, ნამგალი, ცელიო.
რა ვუყო შენს ხის საწნახელს? გამოშრა ღვინო სწყურია, ვის ეთამაშოს ახალწელს, თოვლში, ეს ჩვენი მურია?
რა ვუყო, მამავ, შენს უღელს? რომ ვერ მოვირგე ბეჭსაო. რა ვუყო ნუშის ნამყენს და ჩამქრალ მთვარეს და მზესაო?
რა ვუყო, მამის ვენახმა, დაკარგა თავის როლიო, მამავ, ნეტავი გენახა ჩემი ორსული ცოლიო!
მარკოზ ხვამლელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა ირაკლი. წინა ლექსზე კომენტარი ვნახე, ვეცდები რამე მოვიფიქრო მადლობა ირაკლი. წინა ლექსზე კომენტარი ვნახე, ვეცდები რამე მოვიფიქრო
5. საუკუნოდ იყოს ყველა მშრომელი კაცის ხსენება საუკუნოდ იყოს ყველა მშრომელი კაცის ხსენება
3. ეხ... უნდა მოირგო მისი უღელი. ეს იქნება მისი ხსოვნის უკვდავყოფა ეხ... უნდა მოირგო მისი უღელი. ეს იქნება მისი ხსოვნის უკვდავყოფა
2. მადლობა მუხა მადლობა მუხა
1. მხოლოდ დუმილი და ნუგეში. მხოლოდ დუმილი და ნუგეში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|