ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარკოზ ხვამლელი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2022


ლეჩხუმური ელეგია

ლეჩხუმური ელეგია

მწვანე ბალახს ცვარი ხონდა,
ხეებს სიო მოჰქონდა-ყე,
გაჰყვიროდა ცხონდა, ცხონდა
ცა ღრუბლებში მოლაყლაყე.
ალმოდებულ აყალ-მაყალს
ამძაფრებდა ნისლი მძაყე,
კუბოს ფიცარს - მიწანაყარს
თან გაჰქონდა ხმები ლაყე.
პირს იბანდა ნადეშტურა,
მე მის ნამთა ცრემლი ვყლაპე,
გოდება და მოთქმა შტურმად
ვჩეჩქვე, ვგვემე, ტუკით ვნაყე.
გაეფინა ვაი-ვიშით
ცას ღრუბელი ხვამლზე, ფაყზე,
გაჰყვიროდა მორალიში,
შკაულაში იდგა ყალყზე.
თავშიშველი მახაშური
იელები ტყნირი და ტყე
გაჰყურებდნენ ზეცას შურით
უშენობას ტიროდა-ყე.
კენაშს ხელი ერტყა თავში,
ლარტყოლიაშს დარდი ვაწყვე.
ჯავრს წაეღო ცეკირაში
აწი ხეებს რა ექნა-ყე?!

მწვანე ბალახს ცვარი ხონდა,
ხეებს სიო მოჰქონდა-ყე,
გაჰყვიროდა ცხონდა, ცხონდა
ცა ღრუბლებში მოლაყლაყე...

მარკოზ ხვამლელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები