ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
24 სექტემბერი, 2022


ქართული პიქტოგრამების ნაწილი გაშიფრულია

    კვლევა
  საქარ4თველოს  მთიანეთში  აღმოჩენილი
  პიქტოგრამების  წაკითხვის  შესახებ

  პრეამბულა

საქართველოში აღმოჩენილი, ქვის ფილებზე დატანილი პიქტოგრამები, თითქმის შეუსწავლელია, თუ არ ჩავთვლით მათ ერთგვარ კლასიფიკაციას და გრაფიკულად გამოსახვას.

საერთოდ არ არის წამოყენებული საყურადღებო ჰიპოთეზები თუ თეორიები მათში მოცემული ინფორმაციების თაობაზე, სხვა პიქტოგრამებთან ამ გამოსახულებათა მსგავსებაზე და არა თუ კონკრეტულად მაღალმთიანეთთან, ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან  მათ კავშირებზე, დაუდგენელია ასაკიც. ეს კი ჩვენთვის კვლევის პროცესში, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაა, მაგრამ ვეცდებით გადავლახოთ.

იდუმალი ტექსტების, პიქტოგრამებისა და უძველესი წარწერების წაკითხვის საქმეში გარკვეული ცოდნა უკვე დაგვიგროვდა. ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის“ შვიდი ასო, რამდენიმე სიტყვა და წინადადება, ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვა  და ამ მიმართულებით მოძრაობის პროცესში თითქმის ყველა პიქტოგრამის, ასო-ნიშნისა და უძველესი ანბანური დამწერლობის გაცნობამ. როგორც იტყვიან: თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ამასთან, ალღოს გრძნობაც გაგვიმძაფრა.

საქმეს ისევ ჩვენს მიერ წინა კვლევებში ჩამოყალიბებული კონცეფციით შევუდექით, ალგორითმიც იგივე დავტოვეთ. ვიწყებთ ერთი ჰიპოთეზით, შემდეგით და ასე დაუსრულებლად, ვიდრე ჭეშმარიტებამდე არ მივალთ  ... ჭეშმარიტება კი ისეთი  ,,ოხერი“ რამაა, თავად მიგანიშნებს საკუთარ თავზე.
საქართველოს მთიანეთში აღმოჩენილი პიქტოგრამების ვიზუალურად დათვალიერებისას, ჩვენ ყურადღება ერთ მათგანზე შევაჩერეთ. კერძოდ: გიორგი ჭინჭარაულის სახლში შემონახულ, ხევსურეთის სოფელ ზემო კისტანში აღმოჩენილ ქვის ფილაზე დატანილ პიქტოგრამებზე.

არჩევანი მარტო  ასო-ნიშანთა სირთულიდან გამომდინარე არ გაკეთებულა,  მათი მრავალფეროვნებაც გავითვალისწინეთ. ამ ფილაზე (ბრტყელ ლოდზე) სავარაუდოდ უფრო მეტი ინფორმაციაა დატანილი და თანაც ასო-ნიშანთა უმეტესობა სხვა ,,ქართულ პიქტოგრამებშიც“ (შემდგომ ასე მოვიხსენიებთ ამ პიქტოგრამებს)  გვხვდება. 

რატომ ასო-ნიშნები და არა სრულად პიქტოგრამები? ... ჩვენი ვარაუდით  ,,გიორგისეული პიქტოგრამა“ (ესეც ბატონი გიორგის პატივსაცემად) არა მარტო სხვადასხვა გამოსახულებას,  ანბანურ ნიშნებსაც, ანუ ასოებსაც შეიცავს. ალბათ შერეული ვარიანტია.

,,ქართული პიქტოგრამების“ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოძიება, რთული საქმე ნამდვილად არ გახლავთ, ამიტომ აქ კიდევ ერთხელ მათი კონსტატაცია ბევრს არაფერს მოგვცემს. მართალია  ,,გამეორება ცოდნის დედაა“, მაგრამ ეს უფრო დაზუთხვა იქნება, რომელიც მთალდ ნიჭიერებაზე არ მეტყველებს. ყოველ შემთხვევაში, წარსულში ასე მიაჩნდათ.

ამას იმის გამო შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ გვინდა რაიმე ინფორმაცია ჩვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს და მის მართებულობასა თუ არამართებულობას, ბევრი დრო შევალიოთ, კვლევას კი მოვწყდეთ.

ჩვენ დავიწყებთ ისე,  როგორც მართებულად მიგვაჩნია, ეს ჩვენი ალგორითმის ნაწილიცაა და კვლევის პროცესში თუ რაიმე ისეთი აღმოჩნდება, რომელიც უკვე სხვის მიერაა აღმოჩენილი, კეთილი და პატიოსანი, ჩვენად არ მივიწერთ, გაგვიხარდება ... ჭეშმარიტებას ვინ ადრე ეზიარება, საერთო საქმისთვის ეს ხელისშემშლელი ვერ იქნება, მთელს ქვეყანას გამოადგება.

ეს არ გახლავთ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები და არც არავინ ამპარტავნობს! ... მაშ, დავიწყოთ!

                                                კვლევის პირველი საფეხური

პიქტოგრამების ვირტუალური დათვალიერების შემდეგ, ჩვენ კვლევა დავიწყეთ წითელი ხაზით ნაჩვენები გამოსახულებით. ეს ნიშანი სხვადასხვა ანბანურ დამწერლობაში სხვადასხვაგვარად არის გამოსახული.ჯვრის ან ლათინური X-ის (იქსი) ფორმით, ოღონდ მისი ე.წ.  ზედა და ქვედა მკლავები გვხვდება მარცხნივაც და მარჯვნივაც შებრუნებული.
                                             
ზოგადად, ჩვენი ვარაუდით, აქ წარმოდგენილი ასო-ნიშნები წააგავს ფინიკიური ანბანის ასოებს, მეტიც, პირინეის ნახევარკუნძულის იბერიულ დამწერლობასაც. თუმცა რატომ?  ... ამის გარკვევას მოგვიანებით შევეცდებით.

საქმე იმაში გახლავთ, რომ, ჯერ გასარკვევი გვაქვს ჩვენს მიერ ,,იქსად“  წოდებული ასო-ნიშნის დანიშნულება, რომელიც პირინეის იბერიული (ასე ვუწოდოთ სიმარტივისათვის) ანბანის მიხედვით წარმოადგენს ასო ,,თა“-ს და ის განთავსებულია სამი მართკუთხედის თავზე, რომელთაგან ორი ერთმანეთთან ვერტიკალურ მდგომარეობაშია და ერთიც კი მათთან მარცხენა მხარეს ქმნის მართ კუთხეს.

რა შეიძლება იყოს ორი რვაწახნაგიანი და ერთიც სამკუთხედებჩახაზული ოთხწახნაგიანი მართკუთხედი?... პირამიდები! ... ზეციდან გადაღებული სამი პირამიდა, რომლებსაც მეცნიერთა აზრით, ისეთივე განლაგება აქვთ, როგორიც ერთმანეთის მიმართ ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ ცენტრალურ სამ კაშკაშა ვარსკვლავს. ამათგან, ორი დიდი ვარსკვლავი სწორ ხაზზეა და ერთიც მომცრო, ხაზიდან ოდნავ გადახრილია.
                                   
გიზის სამი პირამიდა ეკუთვნის სამ ფარაონს: შუანა, დიდი - ხეოფსს, მარჯვენა შედარებით პატარა - ხაფრანს და მარცხენა მომცრო - მენკაურას.

ხოლო, რაც შეეხება პირამიდის რვა წახნაგს, ისინი აღოჩენილი იქნა თვითმფრინავიდან დამზერის შედეგად, თუმცა მათი ხილვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მენკაურას პირამიდას კი ზეციდან მხოლოდ ოთხი წახნაგი  უჩანს. მისი პიქროგრამაც ანალოგიურია.
                           
ქვის ფილაზე (შემდგომში ასე ვუწოდოთ ზემოთ მოცემულ პიქტოგრამებიან ფილას), ,,მენკაურას პირამიდის“ გვერდებზე დატანილია შავი ფერის სამკუთხედები, რომლებიც განასხვავებენ მას დანარჩენი ორისაგან და პირამიდებთან მიმართებით, საეჭვოს ხდიან ჩვენს არგუმენტებს.

მათი მნიშვნელობა ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვფიქრობთ, რომ სამივე მართკუთხედის ფორმის ფიგურა პირამიდაა. ,,მენკაურას პირამიდა“ ალბათ იმიტომ განსხვავდება, რომ ყურადღება მასზე გამახვილდეს ან იმ ეპოქაში ის ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო. ამ პირამიდას თავზე ადგას მშვილდოსნის ფიგურა, რომელსაც ხელში ორთავიანი ისრით, მშვილდი უჭირავს და ისარი მიმართულია ფარ-ხმალიანი ფიგურისკენ, თავად ეს ფიგურა კი ისარს ფარს უშვერს და ხმალი ზეაღმართული აქვს დასარტყმელად.

ჩვენი ვარაუდით მშვილდოსანი, მისი სახელობის თანავარსკვლავედს აღნიშნავს და ფარ-ხმალიანი ფიგურა კი ,,ორიონის თანავარსკვლავედს“, რომელსაც სწორედ ამგვარად გამოსახავდნენ ანტიკურ ხანაში. ამასთან, მშვილდოსანსა და ,,მენკაურას პირამიდას“ შორის გამოსახულია რომბის მსგვავსი გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზულია ჯვარი და მის ე.წ. მკლავებში ოთხი წერტილი (ეს ფიგურაც გამოსაკვლევია). შავი წერტილებით ადრეულ ეპოქაში გამოსახავდნენ რიცხვებს. ამასაც შემდეგ გავარკვევთ.

ხოლო, რაც შეეხება ჩვენს მიერ წითელ კვადრატში ჩასმულ X-ის ფორმის ფიგურას, რომლის ანბანური შესატყვისია ,,თა“, სავარაუდოდ ის უნდა აღნიშნავდეს მთას, რადგან იმ ეპოქაში სახელი - პირამიდა, რომელშიც ქართული პიქტოგრამებია ამოკვეთილი, არ უნდა არსებულიყო.ამ ნიშანს კიდევ ერთი განმარტება გააჩნია. შუმერულ წინალურსმულ დამწერლობაში ის აღნიშნავდა მცველს. ჩვენი აზრით ალბათ ეს უფრო სარწმუნოა.

ცივილიზაცია, რომელზეც ქვემოთ უნდა გესაუბროთ და ტექსტთან დავაკავშიროთ, იმდენად შორეულ წარსულში არსებობდა, რომ შუმერულსაც  უსწრებდა და  მგონი საწყისსაც წარმოადგენდა.
მაშასადამე, ამ მოცემულობით ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ შემდეგი ვარაუდი:

- პირამიდების ქვეყანაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მშვილდოსნისა“ (მცველი ამ პირამიდების ქვეყნისა) და ,,ორიონის“ თანავარსკვლავედებიდან ჩამოსული უცხომიწელები. ერთ-ერთმა გაიმარჯვა და დასაბამი მისცა არამიწიერ ცივილიზაციას. თუ ვიმსჯელეთ იმით, რომ გიზის პირამიდების განლაგება ,,ორიონისას“ ჰგავს, ადვილი მისახვედრია გამარჯვებულის სახელი. სწორედ მათ ააგეს პირამიდებიც.

შეიძლება აღნიშნული ბრძოლის ეპოზოდს ასახავდეს ,,ბჰაგავაგიტას“ ძველინდური საგაც, რომელშიც ,,ათასი მზის ელვარებაზეა“ საუბარი, რასაც თერმობირთვული ბომბის აფეთქებად მიიჩნევენ.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტერიტორია წარმოადგენდეს ტეოტიუაკანის ველს, სადაც საფეხურებიანი პირამიდებია, რადგან მათი ასაკი ძალიან ახალგაზრდაა, მერყეობს ძვ.ა. 100 და ახ.ა. 250 წლებს შორის.

ჩვენი კვლევის მიმართულებას ნამდვილად არ წარმოადგენს პირამიდების ასაკის დადგენა, მაგრამ ამ საკითხში ნათლის შეტანისთვის შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობას, გიზის პირამიდების დადგენილ ასაკში, არა თუ ეჭვი შეაქვთ, კატეგორიულად უარყოფენ  აქამდე არსებულ თარიღებს. თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით ორმილიონ ოთხასი ათასი ქვის მრავალტონიანი ბლოკი ერთმანეთზე დაადგეს და ააგეს პირამიდა სულ რაღაც ოც წელიწადში ან თუნდაც ორმოცდაათში? ... ასეთი ფილიგრანული აფერა, ოსტაპ ბენდერსაც კი განაცვიფრებდა.

ხუმრობა იქით იყოს და, პირამიდების ასაკი გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენ აქამდე გვასწავლიდნენ. სავარაუდოდ ნეოლითის ხანაშიც კი ჩადის.

განვაგრძოთ ჩვენი კვლევა: ფარ-ხმალიანი ფიგურის ქვემოთ არის პატარა ლაქა და მის ქვეშ კი ,,შავი ფიფქი“. აი, აქედან დაიწყო ჩვენი განცვიფრება და პირდაპირი მნიშვნელობით ,,პირის დაფჩენა“, თანაც ფართედ.

ე.წ. ფიფქი აღნიშნავდა ვარსკვლავს, ანუ ზეციურ ღვთაებას, რადგან უძველეს ადამიანებს ვარსკვლავები ღმერთებად მიაჩნდათ. ე.ი. ეს ნიშანი პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ფარ-ხმალიანი ფიგურა წარმოადგენს, ზეციურ ღვთაებას.

ფიფქი აგრეთვე აღმოვაჩინეთ ლურსმული ანბანის წინარე მესოპოტამიურ იეროგლიფულ დამწერლობაში, მაგრამ, როცა დაზუსტებისთვის განვაგრძეთ კვლევა, აღნიშნულ ნიშანს წავაწყდით ვინჩას კულტურაში.
                                                                     
ვინჩას ანუ ტურდაშის ცივილიზაცია (ტურდაშ-ვინჩას) არსებობდა ნეოლითის ხანაში. დღევანდელი სერბეთისა და ბულგარეთის, მცირე ნაწილი კოსოვოს ტერიტორიებზე. მოიცავდა ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნიას, საბერძნეთისა და რუმინეთის ნაწილსაც.

ეს კულტურა დათარიღებულია ძვ. ა. 5700-4500წ.წ. პერიოდით. გათხრების ადგილზე აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ნასახლარი (ნაქალაქარი). ჰქონდათ ორსართულიანი საცხოვრისები, ჭურჭელი, სკამები და ა.შ. საყოფაცხოვრებო ნივთები და კიდევ  ,,დიდი თავისტკივილი“ არქეოლოგთათვის.
საქართველოს მთიანეთში აღმოჩენილი პიქტოგრამების ზოგიერთი ნიმუში სრულად ემთხვევა ვინჩას კულტურის ,,დამწერლობის“ ნიმუშებს ...

აი, ამიტომ გადავდევით, ჩვენ ზემოთ, ქართული პიქტოგრამების დათარიღების საკითხი და დავიწყეთ სხვა საკითხებით.

ჩვენი აზრით ეს სიმართლეს უნდა შეეფერებოდეს. ქართული პიქტოგრამები ვინჩას კულტურის ასაკისაა, შეიძლება ცოტათიც უხნესი.

საკითხს რომ არ მოვწყდეთ და არ ჩავიკარგოთ საქართველოს ისტორიის უშორესი წარსულის ,,გაცრეცილ ფურცლებში“,  მოკლედ შეგახსენებთ შემდეგს: ქართული ღვინის ასაკი დაახლოებით 8000 წელს მოითვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ, ჩვენს სამშობლოში, არსებობდა ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები. სოფლის მეურნეობა - ვაზის მოვლა-კულტივაცია, მრეწველობა - ღვინის დაწურვა-დაყენება, მისი მოხმარება და ალბათ გასაღებაც. გვქონდა პიქტოგრაფული დამწერლობაც.
მაშასადამე, ჩვენი წინაპრების ,,ქართული ცივილიზაცია“, რომელიც მინიმუმ 8000 წლისა იყო, დაახლოებით ორი ასწლეულით მაინც უსწრებდა ვინჩას ცივილიზაციას (კულტურას), რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს რომ ... ვიცით, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება, მაგრამ, ჩვენ გვჯერა და ,,გაგვატარეთ“! ...

ვინჩას კულტურა უძველესი ქართული კულტურის განაყოფია. მათი ანბანური დამწერლობა აღმოჩნდა თიხის  ,,სურაზე“. ჩვენთან კი ქვის ფილებზე, ორივე შეიცავს იდენტურ პიქტოგრამებსა და ასო-ნიშნებს! ... ქვები ღაღადებენ და არ დადიან!  ... სურები რაკრაკებენ და დააქვთ! ...

მოდით, მონეშვათ ჩვენთვის სასარგებლო, ვიღაცეებისთვის მიუღებელ მსჯელობას და პიქტოგრამებს დავუბრუნდეთ.

ე.ი.  ე.წ. ფიფქი - ვარსკვლავი, ამოკვეთილია ფარ-ხმალიანი ფიგურის - ,,ორიონის თანავარსკვლავედის“  პიქტოგრამის ქვეშ. ხოლო, ხმლის ქვეშ კი გამოსახულია ერთმანეთის მიმართ ფეხებით მდგარი ორი ფიგურა. სავარაუდოდ ქალისა და მამაკაცისა. პირველს ხელები გაშლილი აქვს, მოუჩანს მკერდის თავები (ორი შავი წერტილი), მეორეს, თავდაყირად გამოსახულს, ხელები ქალის მიმართ აქვს დახრილი და ოდნავ გაშლილ მდგომარეობაში ... მოგვიტევეთ და, მგონი სასქესო ორგანოებიც აღენიშნებათ.

ამ პიქტოგრამებისა და ნიშნების ერთობლიობა, წინა დასკვნის გათვალისწინებით, გვაუწყებს შემდეგს: 
- პირამიდების ქვეყანაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მშვილდოსნისა“ (მცველი პირამიდების ქვეყნისა) და ,,ორიონის“ თანავარსკვლავედებიდან ჩამოსული უცხომიწელები. ერთ-ერთმა გაიმარჯვა და დასაბამი მისცა არამიწიერ ცივილიზაციას. თუ ვიმსჯელეთ იმით, რომ გიზის პირამიდების განლაგება ,,ორიონისასას“ ჰგავს, ადვილი მისახვედრია გამარჯვებულის სახელი. სწორედ მათ ააგეს პირამიდებიც ან ის ააგებინეს ადგილობრივ მცხოვრებლებს.

- ამ არამიწიერმა ცივილიზაციამ, დასაბამი მისცა ადამიანთა მოდგმას ან იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აზიარა  საკუთარ ტექნოლოგიას.

ფიფქის მარჯვნივ გამოსახულია ხელის მტევანი, რომელიც ასევე გვხვდება პირინეის იბერიულ ხელნაწერში. მნიშვნელობა დადგენილი არ არის, მაგრამ თუ ჩვენს მიერ ზემოთ დაწყებულ მსჯელობას ლოგიკით მივყვებით, რომლის მიხედვითაც ვივარაუდეთ, რომ არამიწიერმა ცივილიზაციამ ადამიანებს რაღაც-რაღაცეები ასწავლეს,  მაშინ ხელის მტევანი უნდა ნიშნავდეს შრომას, მუშაობას, თანაც აი, რატომ? ... ხელის მტევნის მარჯვნივ გამოსახულია ორი ფიგურა, ზემოთ, ქათმის ფეხის ანაბეჭდის,აგვარი და ქვემოთა ამობრუნებული ნაძვისხის მსგავსი, ოღონდ მას არ აქვს ვარჯი.

,,ქათმის ფეხებით“ ადრემესოპოტამიურ ,,დამწერლობაში“ აღინიშნებოდა ისარი, ხოლო ნაძვისხე ადრეშუმერულში, ტოტებით ზემოთ და ვარჯით, ნიშნავდა ქერს (შეიძლება ფეტვს).

მაშასადამე, ამ შემთხვევაში ეს პიქტოგრამები შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგნაურად:
- ქალსა და მამაკაცს არამიწიერმა ცივილიზაციამ (არ გვიყვარს ტერმინის ,,უცხოპლანეტელები“ გამოყენება) ასწავლა შრომა (ხელის მტევანი), ნადირობა (ისარი) და ქერის მოყვანა (სოფლის მეურნეობა). კონკრეტულად კი ქერის მოყვანა, მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო შუმერთათვის და ეგვიპტელებისთვისაც. მისგან ხდიდნენ ლუდს, რომელიც დაცული იყო იმდროინდელი კანონებით. (,,ჰამურაბის კანონები“). ფალსიფიცირება სასტიკად ისჯებოდა. განსაზღვრული იყო პირამიდის მშენებელი მინებისთვის დღეში რამდენი ლიტირი უნდა მიეცათ და ა.შ, თუმცა ე.წ. ნაძვისხე შეიძლება სხვა აზრსაც გამოხატავდეს, რადგან ,,ქართული პიქტოგრამის“ ზუსტი ასლი გვხვდება ვინჩას კულტურის ,,დამწერლობაშიც“ (ზემოთ მოცემულ ,,ვინჩას  ცხრილში“ ადვილია მისი მოძიება).

ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ასეთი დასკვნა გავაკეთოთ:

- პირამიდების ქვეყანაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მშვილდოსნისა“ (მცველი პირამიდების ქვეყნისა) და ,,ორიონის“ თანავარსკვლავედებიდან ჩამოსული უცხომიწელები. ერთ-ერთმა გაიმარჯვა და დასაბამი მისცა არამიწიერ ცივილიზაციას. თუ ვიმსჯელეთ იმით, რომ გიზის პირამიდების განლაგება ,,ორიონისასას“ ჰგავს, ადვილი მისახვედრია გამარჯვებულის სახელი. სწორედ მათ ააგეს პირამიდებიც ან ის ააგებინეს ადგილობრივ მცხოვრებლებს.

- ამ არამიწიერმა ცივილიზაციამ, დასაბამი მისცა ადამიანთა მოდგმას ან იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აზიარა  საკუთარ ტექნოლოგიას.

- ადამიანებს ასწავლეს ნადირობა, ქერის (ფეტვი) მოყვანა და აქედან გამომდინარე მათ მფარველობდნენ.

აქ ვასრულებთ კვლევის პირველ საფეხურს.


                                                                კვლევის მეორე საფეხური

ვიდრე განვაგრძობთ კვლევის შემდეგ საფეხურს, აუცილებელია გარკვეული განმარტებების გაკეთება, რითაც გავამყარებთ ზემოთ გამოტანილ დასკვნებს.

დავიწყოთ ,,კავკასიური ცივილიზაციით“, რომელიც შუმერულზეც უხნესი აღმოჩნდა, თუმცა მთელი ცხოვრება იმას გვა სწავლიდნენ, რომ კაცობრიობის დასაბამთან სწორედ ეს ხალხი იდგა.

ბიბლია  გვამცნობს: ,, 1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ. 2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. 3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. 4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი. 5. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში“ (დაბად. 10:1-5).

ნოე და მისი სახლეული წარღვნის შემდგომ განსახლდნენ სწორედ არარატის მთის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოშიც, რადგან დაბადებაში მითითებული ფაქტი, ნოეს მიერ ღვინის დაწურვის თაობაზე, ამას ადასტურებს. ჩვენი ღვინის ასაკი 8000 წელს მოითვლის (გაიხსენეთ დმანისში აღმოჩენილი წიპწები).

თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, სამხრეთ ანატოლიაში ,,მუცლიან გორაზე“ (თურქულად გიობექლი-თეფე), ასევე არარატის მთის საარსებო სივრცით არეალში, აღმოჩნდა  ძვ.ა. X-VIII ათასწლეულით დათარიღებული ნეოლითამდელი პერიოდის ცივილიზაცია.

მაშასადამე, იაფეთის შთამომავლები - ,,ზღვისპირა ხალხები“, განიფანტნენ თავ-თავიანთ ქვეყნებში და სათავე დაუდეს სხვადასხვა კულტურას.  სავარაუდოდ ერთ-ერთი ხალხი საქართველოშიც დასახლდა. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ლეონტი მროველი. ქართლოსმა აირჩია საქართველოს ტერიტორია აღმოსავლეთიდან, ვიდრე შავ ზღვამდე.

ჩვენი ვარაუდით, საქართველოს მთიანეთში აღმოჩენილი ,,პიქტოგრამებიანი ფილები“ ამ ეპოქას უნდა განეკუთვნებოდეს. ჩვენი უძველესი კულტურა სრულიად განსხვავდება გიობექლი-თეფეს კულტურისაგან, როგორც ეს ,,დაბადებაშია“ მითითებული: ,,თითოეული თავისი ენის მიხედვით“. თანაც ,,მუცლიან გორაზე“ აღმოჩნდა დაახლოებით ექვსი მეტრის სიმაღლის მრავალი სტელა, თითოეული ათი ტონისა, რომლებზეც დატანილია პიქტოგრამები და იეროგლიფები, სხვადასხვა ზოომორფული ცხოველების გამოსახულებებით.

ამასთან, ,,გრაკლიანი გორაზე“ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერა, საერთოდ არ არის თანხვედრაში ვინჩას კულტურასთან, მათი დამწერლობა სრულიად განსხვვავებულია. სავარაუდოდ ვინჩას ხალხმა საქართველოდან ან სამხრეთ ანატოლიიდან, ევროპაში განსახლების შემდგომ, შექმნა საკუთარი დამწერლობა, რომელზეც ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ უფრო ანბანურია, ვიდრე იეროგლიფური ან სულაც პიქტოგრაფიული, მაგრამ ამ დამწერლობას არათუ წააგავს,ზოგიერთ ასო-ნიშანს ერთი-ერთში იმეორებს პირინეული იბერიის დამწერლობა და ფინიკიურიც. 

ძნელია ამის მტკიცება სრულფასოვანი ანალიზის ჩატარების გარეშე, მაგრამ ,,ქართული პიქტოგრამები“ გაცილებით ძველია, ვიდრე ეს ადრე წარმოედგინათ. ის მნიშვნელოვნად უხნესია ,,გრაკლიანის კულტურის“ ანბანურ დამწერლობაზე და  აგრეთვე ადრეულია ვინჩას კულტურაზეც, რადგან ჩვენი ვარაუდით, სწორედ საქართველოდან გავრცელდა ევროპაში ცივილიზაცია.

ახლა კი დავუბრუნდეთ ,,ქართულ პიქტოგრამებს“. ჩვენ ზემოთ ვივარაუდეთ, რომ ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ ცივილიზაციამ (ასე ვუწოდოთ ამ არამიწიერ ცივილიზაციას) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიზის პირამიდების მშენებლობაში, საერთოდ თუ მათ არ ააგეს ისინი.

ამ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურება აღმოვაჩინეთ მცირე ზომის ფილაზე დატანილი, სავარაუდოდ სამი, რადგან მეოთხე გამოსახულება მივიჩნიეთ  ,,ჟამთასვლის ლაქად“, პიქტოგრამისაგან შედგენილ ტექსტში.

აქ, დადასტურებულად გვაუწყებს ,,წარსული“, რომ პირამიდა (პირამიდები) (ოთხკუთხედი, წახნაგებით), ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ ცივილიზაციამ  (ადამანის მსგავსი ფიგურა) ააგო (ხელის მტევანი).

თუ დააკვირდებით ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ აღმნიშვნელ გამოსახულებას (ადამიანის მსგავსი ფიგურა), ზედა მხარეს, შუაწელში შესამჩნევია ორი წერტილი.  ეს წერტილები ორი ვარსკვლავია, ისინი არ ჩანან ვიზუალურად მაგრამ ოპტიკური საშუალებით დამზერისას, საკმაოდ მკაფიოდ კაშკაშებენ. ეს ვარსკვლავები ზუსტად ისე არიან განლაგებულნი აღნიშნულ თანავარსკვლავედში, სამი კაშკაშა ვარსკვლავის მარჯვნივ და მარცხნივ, როგორც ამას წარმოდგენილი პიქტოგრამა გვაუწყებს.
                         
მივუბრუნდეთ განსახილველ პიქტოგრამებს და გავიხსენოთ ფარაონ მერნეპტის პირამიდის პიქტოგრაფიული გამოსახულება. მის ოთხივე გვერდზე დატანილია შავი სამკუთხედები. ის ხეოფსისა და ხაფრანის პირამიდების პიქტოგრამებისაგან ამით გაოირჩევა, აგრეთვე წახნაგების რაოდენობითაც.
ჩვენი ვარაუდით, შავი სამკუთხედები აღნიშნავს მერნეპტის პირამიდის თავისებურ მოპირკეთებას. კერძოდთ იმას, რომ იგი შავი ბაზალტის ქვით იყო მოპირკეთებული, რომლის კვალი დღესაც შეიმჩნევა და შემდეგ მთელი პირამიდა ერთიანად გაპრიალებული. ასეთი ტექნოლოგიია არა თუ მაშინ, თანამედროვე მშენებლობაშიც კი არ გამოიყენება. ამ სამუშაოს შესრულებას ისეთი ინსტრუმენტები სჭირდება, ჩვენს ცივილიზაციას ჯერ რომ არ გააჩნია და არც დაესიზმრება. 

განსახილველი ქვის ფილის მარჯვენა მხარეს, ანუ პირამიდებიდან-კიდემდე, დატანილია ცხენოსანის გამოსახულება, რომლის უკან და ოდნავ ზემოთ მოჩანს პატარა მშილდოსანი ადამიანის ფიგურა. აქ უკვე ჩვენ არ გვხვდება ფიფქი, ღვთაების (ვარსკვლავის) აღმნიშვნელი პიქტოგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სახით ქვის ფილაზე გამოსახულია ,,უბრალო მოკვდავები“, იმ ეპოქაში მცხოვრები ეგვიპტელები, რომლებიც ,,მშვილდოსანისა“ და ,,ორიონის“ თანავარსკვლავედების ცივილიზაციებს შორის გამართულ შეტაკებაში, ჩვენი აზრით წარმოადგენენ ე.წ. საზარბაზნე ხორცს.

და კიდევ ერთი: ისევ დავუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნული ორო თანავარსკვლავედის პიქტოგრამებს. ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ პიქტოგრამის ქვეშ ჩვენ გამოვყავით ე.წ. ფიფქი, რომელიც წარმოადგენს ღვთაების (ვარსკვლავის) აღმნიშვნელ პიქტოგრამას, მაგრამ ,,მშვილდოსანის“ ქვეშ გამოსახულ რომბისებრ ნიშანს, რომელშიც ჩახატულია ჯვარის ფორმის ფიგურა და წერტილები, გვერდი ავუარეთ.

ჩვენთვის მისი მნიშვნელობა მაშინ გახდა საცნაური, როცა ,,საზარბაზნე ხორცის“ პიქტოგრამებს ვიხილავდით. ეს რომბიც, თავისი ,,დანამატებით“ სავარაუდოდ აღნიშნავს ზეციურ ღვთაებას, მაგრამ განსხვავებულს, ვიდრე ,,ორიონისა“, ისინი მართლაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ვარსკვლავთა განლაგებითა და რაოდენობით. სწორედ ამიტომ ,,ორიონის თანავარსკვლავედის“ აღმნიშვნელად გამოყენებული იქნა ე.წ. ფიფქი და ,,მშვილდოსანის“ შემთხვევაში კი რომბი,  მასში ჩახატული ნიშნებით სვარაუდოდ ვარსკვლავებით.       
                                                 
ამ ვერსიას სჭირდებოდა არგუმენტირებული დადასტურება.ჩვენ, შემუშავებული ალგორითმის მიხედვით, ჯერ ჰიპოთეზას ვქმნიდით და მერე ვიწყებდით მისი დადასტურებისთვის მყარი ფაქტების მოძიებას. ამჯერადაც ამ მიმართულებით ,,დავიძარით“.

პირველ რიგში დავიწყეთ ,,მშვილდოსნის თანავარსკვლავედით“. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ მისი ოთხი ცენტრალური ვარსკვლავი რომბის ფორმისაა. ეს უკვე მყარი არგუმენტი იყო, პიქტოგრამაზე მართლაც ,,მშვილდოსანია“ გამოსახული.
                                                         
მშვილდოსანს  ადრეულ ეპოქაში ამგვარად გამოსახავდნენ, შემდეგ დაუმატეს სხვადასხვა მიმართულებით ვარსკვლავები.

განსახილველ ქვის ფილაზე გამოსახულ პიქტოგრამათა შორის, ჩვენ გასარკვევი დაგვრჩა მარჯვნივ, ცხენიანი ფიგურის უკან გამოსახული პიქტოგრამები და აგრეთვე იმ  პატარა ფიგურის თავს ზემოთ დატანილი ნიშნებიც, რომელსაც ხელში მშვილდი უჭირავს.

ასეთივე სიტუაცია გვაქვს მარცხენა მხარეზეც. ხმლის, დედაკაცისა და მამაკაცის გამოსახულებებიდან კიდემდე. სადაც გამოსახულია სამი ნიშანი. ესენია, ზემოდან -ქვემოთ:  კვადრატში ჩახაზული ჯვარი ოთხი წერტილით და ორი გამოსახულება წრეში ჩახაზული ჯვრებით. ამ ჯვრებს წრესთან შეხების ადგილები ლურსმნის თავებს მიუგავს.

გასარკვევია ,,მშვილდოსანის“ ორთავიანი ისრის დანიშნულებაც და  ზემოთ და ქვემოთ დატანილი პიქტოგრამებიც ...
და მთავარი შეკითხვა: რა იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს მთიანეთში? ... გიპასუხებთ აინშტაინის გენიალური გამონათქვამით:
,,ერთი შეკითხვა მაწუხებს მუდამ, მე ვარ გიჟი თუ სხვები“?

ჩვენც ვაგრძელებთ კვლევას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები