(ქეთევან დედოფალს)
შორს დარჩა ქართული მიწა, მირჩევდნენ: „დასთმეო სჯული, თუ კი გათათრდები, მზად ვართ, მოგაგოთ პატივი სრული.“ აცოფებს უსჯულოთ, ვხედავ დუმილი და ჩუმი ლოცვა... არ შედრკე ქეთევან, არა!!! ცოტაც და... ყოველი მორჩა. გაზით დამაგლიჯეს ფრჩხილები, მკერს მიშანთავდნენ დიდხანს, არ გავტყდი, რადგანაც ვიცოდი, უკან საქართველო იდგა. თავზე გაამომამხეს ჯალათთ მე, ადუღებული კუპრი... ბაგეს არ წყდება კვნესა, მე, ქრისტეს სიდიადე ვუწყი... უკან საქართველო მიდგას და შემომყურებს ზვარაკს, ქართველი უარყოფს რწმენას?! ამის გაფიქრებაც მზარავს. აწამეს სხეული ჩემი, სული ზეცისაა მარად... საუკუნეების მერეც სჯული მქადაქებლად დავალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|