ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
31 ოქტომბერი, 2022


ვარჯიში (ეტიუდი)

რა სამყაროა ასეთი შეუმჩნეველი, რომ ვერას გზით იქნა ადამიანისგან შავ-თეთრ მანტიაში გახვეული ფიქრების შაქარივით მიმოპნევა მის საოცარ ფერად სივრცეში!
ადამიანი - შობილი და არა ქმნილი ფერად საღებავებით, არამედ  გრძნობები სხვადასხვა სიმკვრივის და სხვადასხვა სიმძიმის, კლდეკარივით შეუდრეკელი და კვერცხის ნაჭუჭივით ფხვიერი....
ადამიანები გაუტანლები და აუტანლები, მრჯღიბავნი და  ამავდროულად მლოცველნი, თვალთ ლიბრ წაკრულები და ხელ აკრულები, უფალს მინდობილნი და უფლისგან განდგომილნი,  წმინდა წერილთა მცნობელ-მაზიარებლები, მაგრამ აუგ მთქმელნი. ბაგე აშვებულები, იქვე სიდინჯით მოუბარნი, ვით გველნი სიბრძნით მცოცავნი!
შენ ხარ დედამიწა - ადამიანი და ხარ, ვარ ჯიში...
ივარჯიშე, გაითვალე, დაწექი, ადექი, წინ მკლავი ზე მკლავი, გან მკლავი! განმხნევდი და თქვი "აბი გლუკოზა" ამ უ  ვარ ჯიშო სამყაროში. თქვი და წადი. წადი სამსახურში. უსმინე თუ როგორია მონის უჯამაგიროდ დუმილი. გაეცი მეტი და არაფერს დაელოდო?! პირიქით დაელოდე, ოდეს უფრო მეტი მოგთხოვოს. დასრულდა დროის წიკწიკი და მძიმე თვალებით მიხოხავ მიწაზე. ურმის ხის ბორბლის ხმა აქვს მხოხავ თვალებს.
მიდიხარ,
მიდიხარ,
მიდი ხარ?!
უ ვარ ჯიშოდ არა ფერი ხარ!
მიდი თუ ხარ, ი ვარ ჯიშე!

გიგო რიონელი
5 მარტი 2021 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს