ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 თებერვალი, 2025


***

ცხვრის ფარას თუ მიჰყვები ყოველთვის მწყემსი ვერ იქნები, მეტ წილად მკრეჭავი და ყასაბი ხარ!
***
ცხვრის ფარას ერთობა ახასიათებს, ადამიანების ერთობას გაცხვარება!
***
ცხვარს იალაღზედ უყვარს ნავარდი, ადამიანს გაიალაღებულ სუფრაზე ნავარდი!
***
ერთი ცხვარი მშიშარაა, ფარა უფრო მეტად მშიშარა!
***
ცხვრის ტყავში ადვილად ეხვევი, მაგრამ სადაც წახვალ ყველაგან სუნს ტოვებ!
***
ცხვარი სასაკლაოზე სათითაოდ შეჰყავთ, მაგრამ იალაღზედ ფარა გაჰყავთ!
***
ცხვარმა მეეო, მსგავსად ადამიანისა!
***
ცხვარს რომ ფეხზე გამოიბამ, მხოლოდ სიკვდილს არ ნიშნავს, ორ ცხვარსაც!
***
მწყემსი ცხვრის წესებით ცხოვრობს და არა ცხვარი მწყემსის წესებით!
***
ცხვარს თუ მიერეკები, სახრე განუყრელი მეგობარია, ხოლო თუ ჰპატრონობ, სიტყვაც საკმარისია!



გიგო რიონელი
10.10.2021 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები