ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
11 ოქტომბერი, 2022


ჭკვიანი ციყვი

- დედი, ხედავ, ციყვუნიამ,
ხიდან გირჩი მესროლა.
- ალბათ, შენთან თამაში
მოესურვა მას, ლოლა.
- ჩამო ციყვო, ამ ხიდან,
ვითამაშოთ მინდორში.
მო, გავიქცეთ იმ ხემდე,
ვინ მოასწრებს ჩვენ ორში.
- მე სირბილი კი ვიცი,
მინდა შენთან თამაშიც,
ხეზე ასვლა რომ ვცადოთ?
შემეჯიბრე ამაში.
- იცით, რა მოვიფიქრე? –
უთხრა დედამ პატარებს,
- ციყვო, მხარზე დასკუპდი,
ლოლა ასე გატარებს.
ტყეში გაისეირნეთ,
შეაგროვეთ გირჩები,
მე კი, დათვლას გასწავლით,
იქვე, გვერდით ვიქნები.
ის გირჩები დავთესოთ,
როცა თამაშს მორჩებით,
ჰო და, გაისს დაგვხვდება,
აქ ნერგები, ნორჩები.-
ციყვი, ნიშნად თანხმობის
დედას  ხელში ჩაუხტა
სამეული მეგობრულად
ტყისაკენ  გზას გაუდგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები