ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2022


***


ჩემო ზღვისხელა სიყვარულო, კიდევ კარგი რომ
ვინც არ ვყოფილვართ მზის შვილები , ნაჩვევნი აკვნებს,
არც ვისურვებდით ამაზე ნაკლებს.
გვწამდა ცხენები, უუნაგირო;
ჩვენი სახლები ცამ შეჭამა, მიწის მაგივრად,
როგორც ტაძრები უდიაკვნო.

როცა წამიყვან, სიყვარულო, არავითარი
ძველი ჩანთები არ წავიღოთ.
იმ თეთრ მხარეში,
ბაზრობებია და ოხვამეში,
ვისი მარანებიც ძველი ღვინით არის მდიდარი,
როცა მიწაში გამოიდარებს,
როცა გათენდება ყორღანებში.

ეს გაყინული პალატები თითქოს გაჩერდნენ
და ფარდებიდან დაყურებენ მიწას გასაყოფს,
ჩემო ზღვისხელა სიყვარულო, კი არ ვამაყობ,
მაგრამ თამამი ლაპარაკი მაინც დამჩემდა,
რომ ერთ დილასაც მოხვალ ფანჯრებთან
და გადაარჩენ ყველა ავადმყოფს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები