ძაფის გორგალივით ამებურდა ფიქრები, ამაოდ ვცდილობ გაწყვეტილი აზრის პოვნას, საიდანაც ყველაფერს დავიწყებ, მაგრამ ვერა, ვერ გავუგე სამყაროს. რა უნდა? რას ითხოვს რატომ? ვის ვჭირდები? ვის ვარგივარ? თავი უსარგებლო ნივთი მგონია, წლები რომ დევს მტვერდადებული, რომელიმე ბნელ კუთხეში, მერე დიდი დალაგების დროს შემთხვევით ვიღაც რომ აღმოაჩენს და სულის შებერვით მტვერს მოაცილებს. როგორ მინდა მეც მიპოვონ, მიპოვონ და ჩამომფერთხონ წლების დადებული სევდა, ტკივილი და მარტოობა. მაგრამ ჩემნაირებს ამაშიც არ გვწყალობს ბედი. ჩვენ ბებიების ძველ ზანდუკში გამოკეტილ მაქმანებიან კაბასა და აბრეშუმის საბურველს ვგავართ, წლების გაუშლელ მარაოსა და ძველისძველ სუნამოს. ხანდახან თავი ნახევრად წაკითხული წიგნი მგონია, რომელსაც გული ვერ დაუდეს, სამუდამოდ დაკეცეს და სულ ზედა ტაროზე შემოდეს, მეორედ რომ არ შეეჩხიროთ თვალში. მე ხანდახან ოცნებებით ვიქცევ თავს... ვოცნებობ ხოლმე ერთ დღესაც მოვიდეს ვინმე, ვისაც მოუნდება შემიბეროს სული, ჩამომფერთხოს დარდი და სევდა და ჩემი ყოველი ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა და თვალის დახამხამება წაიკითხოს. წაიკითხოს ისე, რომ არ გამორჩეს არც ერთი ცრემლი, არც ტკივილი, არც ფეხის გადაბრუნება, არც დაჩივლება. გამიცნოს... მერე ჩამკიდოს ხელი, თითები თითებში ამიხლართოს და წამიყვანოს იქ, სადაც ჩემნაირებს სუნთქვა შეუძლიათ. მერე დავჯდე, ჩემს წამკითხველს მოვუქსოვო თბილი სვიტრი, ჩემი ხელით ჩავაცვა და ვუთხრა: მადლობა რომ მიპოვე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მალე, მალე გიპოვნის :) მალე, მალე გიპოვნის :)
1. ადამიანი ნახევრად წაკითხული კი, არა , მთლიანი წაუკითხავი წიგნია.
მინდა მეც მიპოვონ, მიპოვონ და ჩამომფერთხოს დარდი და სევდა... -მეც ბევრი რამ მინდა, მარა სადაა, თავად მოძებნე ეგება სხვას უფრო სჭირდები,' ვინც ეძებს კიდევაც პოულობს. ადამიანი ნახევრად წაკითხული კი, არა , მთლიანი წაუკითხავი წიგნია.
მინდა მეც მიპოვონ, მიპოვონ და ჩამომფერთხოს დარდი და სევდა... -მეც ბევრი რამ მინდა, მარა სადაა, თავად მოძებნე ეგება სხვას უფრო სჭირდები,` ვინც ეძებს კიდევაც პოულობს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|